მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს
The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს

The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სამხედრო უწყება აცხადებს, ეს იყო „ძლიერი პასუხი“ იორდანიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედროებზე ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.

დარტყმები რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის მოულოდნელ ბალისტიკურ სარაკეტო შეტევას უპასუხებდა.

ამით, The Wall Street Journal-ის შეფასებით, ახლო მომავალში დიპლომატიური გარღვევის იმედი ფაქტობრივად გაქრა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია წინა თავდასხმებზე მასშტაბური იყო, იგი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ ნიშნავდა.

„ძალიან ძლიერად დავარტყამთ, რადგან ახლა ჩვენი ჯერია“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

The Wall Street Journal წერს, რომ ირანის მიერ ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებულმა თავდასხმამ ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. ორივე მხარემ გასულ პარასკევს სამხედრო მოქმედებები დროებით შეაჩერა, რათა მოლაპარაკებების მონაწილეებს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ეს მოლაპარაკებები ვითარების განმუხტვასა და უფრო ფართო შეთანხმების მიღწევას შეუწყობდა ხელს, თუმცა სამშაბათს ისინი უშედეგოდ დასრულდა. ირანმა იორდანიაში ამერიკულ ძალებზე შეტევა სწორედ მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში განახორციელა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები