მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბიოგრაფი ლივინგის" მაუდის ქარხნის პროექტზე ცნობილი არქიტექტურული ბიურო იმუშავებს - ლევან ფხაკაძე
"ბიოგრაფი ლივინგის" მაუდის ქარხნის პროექტზე ცნობილი არქიტექტურული ბიურო იმუშავებს - ლევან ფხაკაძე

"ბიოგრაფი ლივინგის" მაუდის ქარხნის პროექტზე ცნობილი არქიტექტურული ბიურო იმუშავებს - ლევან ფხაკაძე

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 01:54|bm.ge

INVIA ჯგუფის შვილობილმა „ბიოგრაფი ლივინგმა“ თბილისში, ყოფილი „მაუდის“ ფაბრიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი წარადგინა. პროექტის შესახებ დღეს პირველი კომენტარი INVIA ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ლევან ფხაკაძემ გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პროექტის გეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ჯგუფი იქნება ჩართული, თუმცა ამ ეტაპზე მისი ვინაობა არ სახელდება.

„ბიოგრაფი ლივინგმა“ ყოფილი მაუდის ფაბრიკის 11 ჰექტარი ტერიტორია შეიძინა. კომპანიის მიერ 24 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარებაა დაგეგმილი, რომელშიც საცხოვრებელი, სავაჭრო და სხვა კომერციული სივრცეები იქნება წარმოდგენილი. პროექტში არანაკლებ 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ აქტიურად საინვესტიციო პროექტებს საქართველოში და ვხედავთ, რომ არის უამრავი შესაძლებლობები. მართლაც საინტერესო აქტივის ყიდვა მოხდა „ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი სივრცე ქალაქის ცენტრში, სადაც ჩვენ შევქმნით უნიკალურ ეკოსისტემას და ჩვენ ჯერჯერობით არ ვახმაურებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი-ერთი ყველაზე წამყვანი არქიტექტორული ჯგუფი იქნება ჩართული ამ პროექტის გეგმარებაში“, - განაცხადა ლევან ფხაკაძემ.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის არქიტექტურულ და დიზაინკონცეფციაზე ცნობილი საერთაშორისო არქიტექტურული დიზაინის სტუდია იმუშავებს. „ბიოგრაფი ლივინგი“ სტუდიის შესახებ დამატებით ინფორმაციას პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპზე გაავრცელებს.

ყოფილი მაუდის, იგივე მაუდ-კამვოლის ქარხნის ტერიტორია პრივატიზაციის შემდეგ, 1990-იან წლებში, ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა, ხოლო 2026 წლის აგვისტოში კომპანიის ამონაწერში ცვლილებები შევიდა და მასში დირექტორის თანამდებობა "ბიოგრაფი ლივინგის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ დაიკავა. უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია 11 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიის ნაწილი ამჟამად ჰიპერმარკეტ „გორგიას“ უკავია.

„ბიოგრაფი ლივინგის“ ინფორმაციით, დიდუბის პროექტი კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. კომპანია ამჟამად 10 პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE