მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 16:37|tvpirveli.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საინტერესო პროფესიული მიმართულება სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ სასურველი კურსი პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მიიღონსაქართველოსბანკისსტიპენდიადა განივითარონ როგორც ტექნოლოგიური, ისე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები სრული დაფინანსებით.

რისისწავლაშეუძლიათმოსწავლეებს?

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულების კურსებიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. მათ შორისაა:

პროგრამირება: პროგრამირების საფუძვლები, ვებპროგრამირება ნულიდან, Front-end Development, Back-end Development და React Native; დიზაინი: გრაფიკული დიზაინი და UI/UX დიზაინი; ხელოვნურიინტელექტი: AI აგენტები და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი და AI-ის გამოყენებით კონტენტის შექმნა; ტექნოლოგიებიდამენეჯმენტი: IT პროექტების მართვა; მეწარმეობადაკომუნიკაცია: AI და მეწარმეობა და კრეატიული კომუნიკაცია.

რომელაკადემიებშიშეძლებენმოსწავლეებისაქართველოსბანკისსტიპენდიისმიღებას?

საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის:

IT აკადემია STEP; სქილვილი (Skillville); Edutech Academy; Re:educate; ელექტრონული აკადემია; დიზაინ ინსტიტუტი

როგორშეუძლიათმოსწავლეებსსტიპენდიისმიღება?

სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.

პროექტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სკოლის პარალელურად მიიღონ დამატებითი ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პროფესიული არჩევანისთვის საჭირო გამოცდილება დააგროვონ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • "ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთის კავშირების გაძლიერებას" - რა ეტაპზეა ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი?BM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ტვ პირველი

"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით

"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით

ტვ პირველი

ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

ტვ პირველი

ცნობილია, რომელ ქვეყანაში გაყიდა სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ნავთობი

ცნობილია, რომელ ქვეყანაში გაყიდა სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ნავთობი

ტვ პირველი