მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბირჟაზე გასვლიდან 1 თვეში მასკის SpaceX-ის შეფასებამ 1.2 ტრილიონი დოლარი დაკარგა
ბირჟაზე გასვლიდან 1 თვეში მასკის SpaceX-ის შეფასებამ 1.2 ტრილიონი დოლარი დაკარგა

ბირჟაზე გასვლიდან 1 თვეში მასკის SpaceX-ის შეფასებამ 1.2 ტრილიონი დოლარი დაკარგა

BM.GE29 ივლისი, 2026, 01:19|bm.ge

საფონდო ბირჟაზე SpaceX-ის დებიუტიდან, ანუ 12 ივნისიდან უკვე თითქმის თვენახევარი გავიდა, რა პერიოდშიც კომპანიის აქციების ღირებულებამ 16 ივნისს პიკურ მაჩვენებელს, 225.64 დოლარს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ რაკეტების, სატელიტური ინტერნეტის და ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელი კომპანიის შეფასება გამუდმებით მცირდება. ბოლო 16 სავაჭრო სესიიდან 13-ის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი მცირდებოდა. ამჟამად კომპანიის აქციების ფასი 115 დოლარის ფარგლებშია. მთლიანობაში კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 თვეში 1.2 ტრილიონი დოლარით, 1.52 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს დანაკარგი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კომპანიის კაპიტალიზაციის შემცირებაში მოულოდნელი არაფერია, რადგან მისი ზრდა თავიდანვე სპეკულაციებმა განაპირობა და კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მსგავსი მაღალი ღირებულების შეფასებისთვის საფუძველს არ ქმნის.

ექსპერტები მოელიან, რომ SpaceX-ი პირველი კვარტალური ანგარიშის წარდგენის ფონზე კოსმოსური კომპანიის შეფასება კიდევ უფრო შემცირდება. არამარტო იმიტომ, რომ შედეგები ვერ დააკმაყოფილებს მოლოდინებს, არამედ იმიტომაც, რომ ინვესტორებისთვის აქციების გაყიდვაზე შეზღუდვები მოიხსნება.

6 აგვისტოს, ფინანსური შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე სავაჭრო დღეს, ინვესტორებს 911.5 მილიონამდე აქციის რეალიზაციის უფლება მიეცემათ. ეს მოცულობა კი კომპანიის ფასიანი ქაღალდების 20%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდებაიმედი
  • ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდებაფორმულა
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE