მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები
ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 17:45|bm.ge

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე წარდგენაში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 290 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა.

ბიუჯეტის პროექტით, 2027 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის 2 მლრდ 255.3 მლნ ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. 2026 წლის გეგმა 1 მლრდ 890 მლნ ლარი იყო.

კაკაურიძემ განმარტა, თუ რას უკავშირდება დაფინანსების მატება: "290 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ეს ძირითადად უკავშირდება თავდაცვის შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ნდობის ჯგუფზე და საკომიტეტო განხილვის დროს იყო ეს საკითხი დაყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 70 მილიონი ლარის დამატება ხდება. ეს არის მათ შორის კონტინგენტის და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფებში: პატრული, კრიმინალური პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე დაახლოებით 23 მილიონი ლარის დამატება ხდება. აქ ასახულია ხელფასების 8.4%-ით ზრდა, რაც არ იყო პირველად ვერსიაში გათვალისწინებული. გარდა ამისა, შენობის მშენებლობის ნაწილში დაახლოებით 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 15 მილიონი ლარი აქვს დამატებული - ძირითადად ინფრასტრუქტურისთვის და იმისათვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს აღნიშნულ უწყებაშიც",- ამბობს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები

თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები

BM.GE

Wolt Market-ში Big Offers Day დაიწყო - პროდუქტებზე ფასდაკლება 60%-მდეა

Wolt Market-ში Big Offers Day დაიწყო - პროდუქტებზე ფასდაკლება 60%-მდეა

BM.GE

საქსტატის გადაანგარიშებით, 2015-2024 წლების უარყოფითი მიგრაციული სალდო დადებითად შეიცვალა

საქსტატის გადაანგარიშებით, 2015-2024 წლების უარყოფითი მიგრაციული სალდო დადებითად შეიცვალა

BM.GE

“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში  ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

“ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში  ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

BM.GE