მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები
თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები

თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 17:51|bm.ge

თბილისის მერიის მიერ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის ამოქმედებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა.

პროგრამის შუალედური შედეგების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

"თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მაისში ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო და მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ექვს თვეში ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 088 მოქალაქეს დაუფინანსა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა მოსახლეობას მოუწოდა, არ გადადონ ვიზიტი და ისარგებლონ უფასო პროგრამით, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის უმთავრესი წინაპირობაა.

ვის შეუძლია უფასო სკრინინგით სარგებლობა:

მერიის პროგრამის ფარგლებში, გამოკვლევის სრულიად უფასოდ ჩატარება შეუძლიათ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

• რეგისტრირებულნი არიან თბილისში; • არიან 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით; • არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები, ან შეწყვიტეს თამბაქოს მოხმარება ბოლო 15 წლის განმავლობაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 167 სტატია.

  • 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენსრუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებანეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →შედეგები →

მსგავსი სტატიები

საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა

საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა

BM.GE

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები

BM.GE

Wolt Market-ში Big Offers Day დაიწყო - პროდუქტებზე ფასდაკლება 60%-მდეა

Wolt Market-ში Big Offers Day დაიწყო - პროდუქტებზე ფასდაკლება 60%-მდეა

BM.GE

საქსტატის გადაანგარიშებით, 2015-2024 წლების უარყოფითი მიგრაციული სალდო დადებითად შეიცვალა

საქსტატის გადაანგარიშებით, 2015-2024 წლების უარყოფითი მიგრაციული სალდო დადებითად შეიცვალა

BM.GE