ორიგინალი
"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება
BM.GE·15:44

"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

12 ოქტომბერი, 2026 · 15:44

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 70 წლამდე პირებისთვის პენსიების ₾25-ის ნაცვლად 45 ლარით ზრდისთვის ბიუჯეტში 128 მილიონი ლარის რესურსი გამოიძებნა. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

"რადიო თავისუფლება" დაინტერესდა - რატომ არ იყო პენსიების 45 ლარით მატება გათვალისწინებული პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის ინიციირებისას და ხომ არ უკავშირდება მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადობაში არსებულ ნეგატიურ განწყობას, რომელიც მაღალჩინოსნების ხელფასებისა და პენსიონერების პენსიის ზრდის თანაფარდობით იყო გამოწვეული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით. „პენსიებს რაც შეეხება, როცა შედის ხოლმე პირველი პროექტი პარლამენტში, მასში აისახება ხოლმე ინდექსაციის წესი. და შემდეგ იწყება პარლამენტში მსჯელობა, მათ შორის, ვისმენთ ხოლმე პარლამენტიდან და საზოგადოებიდან წამოსულ მოსაზრებებს. თავიდან შედის პროექტი, პენსიასთან დაკავშირებით აქ ასახულია ხოლმე ინდექსაციის წესით გათვალისწინებული მატება, შემდეგ ისმენს მთავრობა მოსაზრებებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო ინდექსაციის წესით, ეს წესი რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა და მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. იყო რეაქცია პარლამენტარების მხრიდან, იყო რეაქცია საზოგადოების მხრიდან. განვიხილეთ ეს საკითხი და ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი, რომელიც გამოვყავით დამატებით და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამურად 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ეს იყო პროცესის შინაარსი“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, მოქმედი ინდექსაციის წესით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 60 ლარით იზრდება და 555 ლარს აღწევს, ხოლო 70 წლამდე პენსიონერებისთვის მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. კობახიძის თქმით, რადგან არსებული ზრდის სხვაობა დიდ უთანაბრობას ქმნიდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის ჯგუფისთვის პენსია ჯამში 45 ლარით გაზარდოს.

„555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას.

70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ისედაც არის გათვალისწინებული ინდექსაციით მეტი ზრდა. 555 ლარამდე იზრდება მათთვის პენსია. ამას ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად ის ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის. 20 ლარი იყო ზრდა მხოლოდ. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის", - თქვა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

თემა: პრემიერი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პოსტივი·19:07
    საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
  • იმედი·18:35
    ჩეხეთის პრემიერი: კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო, სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის - ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი?
  • რუსთავი 2·15:49
    პრემიერი: ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან - საქართველო და უკრაინა. ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები
  • კვირის პალიტრა·14:05
    "მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერის სპეცწარმომადგენელი....მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა" - ირაკლი კობახიძე
პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება
BM.GE·19:29

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი
BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.