მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

BM.GE24 ივლისი, 2026, 16:25|bm.ge

ბიზნესის წამოწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის ფილიალებში ახალი სერვისით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა:

• ფიზიკური პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ინდ.მეწარმეებად • ფიზიკურ პირებს ან ინდ.მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესი.

თიბისის ფილიალებში მისული მომხმარებლები, ერთი ვიზიტით, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, ანგარიშის გახსნას და ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების აქტივაციასაც შეძლებენ. ეს კი, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

სიახლით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის თიბისის მომხმარებელი. თუ პირი თიბისის მომხმარებელი ჯერ არ არის, შესაძლებლობა აქვს, ფილიალშივე გახსნას ანგარიში და იმავე ვიზიტის ფარგლებში, დაარეგისტრიროს ბიზნესი.

სერვისი ამ ეტაპზე, თბილისში, თიბისის 20-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში კი, ბიზნესის რეგისტრაცია უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.

ბიზნესის დარეგისტრირების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე იმ ფილიალების სრული ჩამონათვალის სანახავად, სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/registration-at-tbc-branches

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

BM.GE