
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს - ადვოკატი
საფრანგეთში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს ტარიელ კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
დავით მიქაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი, რისთვისაც მას სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის საშუალებით იყო გამოცხადებული.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობისთვის პროკურატურამ ბრალი გიორგი და დავით მიქაძეებს წარუდგინა. 2025 წლის 12 აგვისტოს პოლიციამ საქართველოს და კანადის ორმაგი მოქალაქე გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფი დავით მიქაძე კი ამ დრომდე იძებნება. სულ 12 აგვისტოს შეკვეთილი მკვლელობაში მონაწილეობისთვის სამი პირი დააკავეს.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე გასროლის შედეგად მოკლეს. პროკურატურამ მკვლელობის ფაქტის ჩადენისთვის მიმდინარე წლის 17 მარტს საქართველოს მოქალაქე გელა უძილაური დააკავა. 12 აგვისტოს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა განახორციელა.
BM.GE
წყარო: bm.ge