მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოლდოვაში თალიბების დელეგაცია ჩავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება
მოლდოვაში თალიბების დელეგაცია ჩავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება

მოლდოვაში თალიბების დელეგაცია ჩავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება

იმედი|imedinews.ge

ავღანეთის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაცია მოლდოვას ეწვია. „თალიბანის“ მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტი 3 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

უწყების განცხადებით, დელეგაციის წევრები საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ იმყოფებიან და ოფიციალური შეხვედრები არ იგეგმება; მხარეები მხოლოდ ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხებს განიხილავენ.

ამავდროულად, „თალიბანის“ მიერ კონტროლირებადი ავღანური მედია იუწყება, რომ ვიზიტის მიზანი აგრარული ინოვაციების, მავნებლებთან ბრძოლისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განხილვაა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში „თალიბანის“ დელეგაციის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე განმარტება გააკეთა. უწყებაში დაადასტურეს, რომ დელეგაციის წევრებზე ვიზები გაიცა. ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც ადგილობრივმა აგრომწარმოებლებმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სურსათის უსაფრთხოების კრიზისში მყოფი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობები განიხილეს.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, დელეგაციის წევრები საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ იმყოფებიან, ხოლო მოლდოვა თალიბების მთავრობას არ ცნობს.

„გვსურს განვაცხადოთ, რომ დელეგაციის წარმომადგენლებთან არანაირი ორმხრივი შეხვედრები ან ოფიციალური კონტაქტები არ შედგება. მთავრობის განკარგულებით, უკვე დაიწყო მოწვევებისა და ვიზების გაცემის წესისა და შიდა პროცედურების შემოწმება“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • ყურადღება გამახვილდა საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და UN Tourism-მა შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ - ეკონომიკის სამინისტროBM.GE
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს - მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გფორმულა
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

იმედი

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

იმედი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია