მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

BM.GE12 აგვისტო, 2026, 19:39|bm.ge

Bolt კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სმარტლი“, რომელიც საქართველოში Bolt-ის ტაქსის მომსახურების პლატფორმის ოპერირებას უზრუნველყოფს 59 871 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობაა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მზად არიან გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი სააგენტოსთან.

"ჩვენ გავეცანით კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას. ჩვენი კანონიერი უფლებების შესაბამისად, ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას კომპეტენტურ სასამართლოებში. გვჯერა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დეტალურად და მიუკერძოებლად შეისწავლის საკითხს სრული მოცულობით და საქმეს არსებითად გადაწყვეტს. ჩვენ პატივს ვცემთ სააგენტოს მანდატს, და ამ პროცესის განმავლობაში კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ მათთან — რასაც თავად სააგენტოც აფიქსირებს.

Bolt საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში ათიათასობით მძღოლმა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მიიღო შემოსავალი, ხოლო ასობით ათასმა მგზავრმა ისარგებლა მისი მომსახურებით. ჩვენ ვამაყობთ იმ წვლილით, რომელიც საქართველოში ამ სექტორის ჩამოყალიბებაში შევიტანეთ — მათ შორის ამ სფეროს რეგულირების მხარდაჭერით იმ დროს, როდესაც მას არანაირი რეგულაცია არ გააჩნდა. საქართველო დღეს არის ჩამოყალიბებული და მოთხოვნადი ტაქსის ბაზარი და ის იმსახურებს შესაბამის მიდგომას.

სწორედ ამიტომ, ჩვენი მისია უცვლელი რჩება: უსაფრთხოების, მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის უმაღლესი სტანდარტები პლატფორმის თითოეული მგზავრისა და მძღოლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ამ ბაზარსა და მის ტექნოლოგიურ განვითარებაში — შევქმნით ახალ ფუნქციებს, რომლებიც უსაფრთხოებას, სერვისის ხარისხსა და ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ გამოცდილებას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.

მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი სააგენტოსთან",- აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალა

Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალა

BM.GE

მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

BM.GE

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

BM.GE

ფოკას წმინდა ნინოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტულ ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარად მოაწყობენ - ტენდერი

ფოკას წმინდა ნინოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტულ ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარად მოაწყობენ - ტენდერი

BM.GE