მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს
მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

BM.GE12 აგვისტო, 2026, 20:04|bm.ge

მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის, 110-კილოვოლტიან ახალ ელექტროგადამცემ ხაზს „მარტვილი“ აშენებს.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მარტვილის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგების ძირითადი წყარო გახდება და ამავდროულად, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების აბონენტებისთვის ალტერნატიულ ელექტრომომარაგების წყაროს წარმოადგენს.

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას კომპანიის კონტაქტორი კომპანია ახორციელებს, მისი დასრულება მაქსიმუმ 10 დღეში იგეგმება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უმნიშვნელოვანესია როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, ისე მიმდებარე რაიონებისთვის, სამუშაოები ზაფხულის სეზონზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ხაზის მშენებლობა რამდენიმე თვით ადრეც დასრულდებოდა. თუმცა, ლოკალური რამდენიმე პრობლემის გამო, სამწუხაროდ მუშაობა სეზონის პიკზე გვიწევს. უსაფრთხოების მიზნით კი დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ხდება” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის მარტვილის მუნიციპალიტეტის ენერგომომარაგების საიმედოობას, გააუმჯობესებს ქსელის მდგრადობას და შექმნის ელექტროენერგიის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების მეტად განმტკიცება - ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების მეტად განმტკიცება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალა

Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალა

BM.GE

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

BM.GE

Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Bolt კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

BM.GE