მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BP ბაქო-სუფსის ოპერირებას საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს
BP ბაქო-სუფსის ოპერირებას საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს

BP ბაქო-სუფსის ოპერირებას საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს

BM.GE9 ივნისი, 2026, 14:26|bm.ge

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ის ცნობით, BP [British Petroleum] ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირებას საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს. ამის შესახებ BP-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოებისა და ოპერაციების საკითხებში, გორდონ ბირელმა ჟურნალისტებს უთხრა.

როგორ Report წერს, BP-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოპერირების გადაცემა BP-ის მიერ აქტივიდან გასვლას არ ნიშნავს. „ეს უბრალოდ იმ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა, რომელიც BP-მ ათი წლის წინ, ნავთობსადენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო“, - განაცხადა ბირელმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი არ უნდა იქნეს ისე ინტერპრეტირებული თითქოს ეს თავად BP-ის არჩევანია.

„ასეთია ხელშეკრულებების პირობები. როგორც ნავთობსადენის წინა ოპერატორს, ჩვენ გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესრულებით ჩვენ მას მის მფლობელებს ვუბრუნებთ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს სახელშეკრულებო ვალდებულებაა“, - განაცხადა მან.

BP-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოებისა და ოპერაციების საკითხებში ასევე თქვა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის გადაცემის პროცესი ივნისში დასრულდება.

"ბაქო–სუფსის კონტრაქტი დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. ამ შეთანხმების თანახმად, ოპერატორობა თითოეულ ქვეყანაში გადაეცემა მთავრობას როგორც მფლობელს, ხოლო შემდგომ უკვე მთავრობა განსაზღვრავს ოპერატორს", - განაცხადა გორდონ ბირელმა.

გასული წლის დეკემბერში BMG-ის BP-ში (British Petroleum Company) განუცხადეს, რომ ბაქო-სუფსის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

კომპანიაში ასევე აცხადებდნენ, რომ BP-ის არსებული კონტრაქტების ფარგლებში, შესაბამის მხარეებთან მილსადენების სისტემის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოიცავს: ბაქო-სუფსის საქართველოში მდებარე მოწყობილობების დაბრუნებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის ან მის მიერ დასახელებული ოპერატორისთვის.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამუშავებას გეგმავენ. მილსადენი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სრულად გაჩერებულია, წელიწადში საშუალოდ 4 მლნ ტონა აზერბაიჯანულ ნავთობს ატარებდა. ტრანზიტის შეწყვეტის მიზეზად BP შავ ზღვაში უსაფრთხოების პრობლემას ასახელებდა.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ბაქო-სუფსის სახელით არის ცნობილი, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი მილსადენია, რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით ევროპულ ბაზარზე ხვდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდაიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE