მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრაზილიაში გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები იწყება
ბრაზილიაში გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

ბრაზილიაში გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 21:19|bm.ge

ბრაზილია, 4 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის ემზადება.

მოქმედი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვასა და სენატორ ფლავიო ბოლსონარუს დამარცხებას შეეცდება. როგორც CNBC წერს, ქვეყანაში დაძაბული საარჩევნო ბრძოლა გაიმართება.

თუ პირველ ტურში 50%-იან ზღვარს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, საუკეთესო შედეგის მქონე ორი პოლიტიკოსი 25 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტურში გადავა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა მხარდაჭერა ორ მთავარ ფავორიტს შორის თანაბრად ნაწილდება. მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებით ის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დაწყებას შეძლებს, ხოლო სენატორ ბოლსონარუს წარმატება ქვეყანაში მემარჯვენე პოლიტიკური კურსის დაბრუნებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო შედეგებს ვაჭრობის, კრიტიკული მინერალების ხელმისაწვდომობისა და აშშ-ჩინეთის მეტოქეობის მიმართულებით უდიდესი გავლენა ექნება. სენატორი ბოლსონარუ, რომელიც დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს შვილია, ვაშინგტონთან მჭიდრო სტრატეგიულ ალიანსს უჭერს მხარს. მოქმედ პრეზიდენტს კი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან რთული ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული.

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი საკუთარ მოკავშირედ მიიჩნევს ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს, რომელსაც „ტროპიკების ტრამპად" მედია ხშირად მოიხსენეიბს. სწორედ მისი დაკავების გამო, ტრამპმა 2025 წლის ივლისში ბრაზილიურ იმპორტზე 50%-იანი ტარიფები დააწესა და ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google-მა კოსმოსში პირველი ჩიპი გაუშვა - ორბიტალური მონაცემთა ცენტრების პროექტი დაიწყო

Google-მა კოსმოსში პირველი ჩიპი გაუშვა - ორბიტალური მონაცემთა ცენტრების პროექტი დაიწყო

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

BM.GE

₾135.5 მილიონის მიუღებელი შემოსავალი - "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სუბსიდირების ეფექტი

₾135.5 მილიონის მიუღებელი შემოსავალი - "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სუბსიდირების ეფექტი

BM.GE

ევროს ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარამდე შემცირდა

ევროს ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარამდე შემცირდა

BM.GE