მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთი ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის შეჩერებას ცდილობს
ბრიტანეთი ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის შეჩერებას ცდილობს

ბრიტანეთი ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის შეჩერებას ცდილობს

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 21:23|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან დიზელის საექსპორტო შეზღუდვების დაწესების მუქარის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურ ვაშინგტონთან გადაუდებელი მოლაპარაკებები გამართა.

ბრიტანული მხარე ემბარგოს შეჩერებას მოითხოვს, რადგან შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ფინანსთა მინისტრ ჯონ ჰილის განცხადებით, ლონდონი ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს და პოტენციური კრიზისის დასაძლევად საკუთარ რეზერვებსაც ამზადებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მთავარი არგუმენტი ამერიკულ საწვავზე ქვეყნის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირდება. ცნობისთვის, ბრიტანეთი დიზელის იმპორტის დაახლოებით მესამედს სწორედ აშშ-ისგან იღებს. მიწოდების შეწყვეტა კი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მწვავე დეფიციტს შექმნის და საცალო ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.

ჯონ ჰილის განმარტებით, დიზელის ღირებულებამ სამეფოში უკვე ექსტრემალურ ნიშნულს მიაღწია და ეს ვითარება ბიზნესსა და ადგილობრივ ოჯახებზე ფინანსურ წნეხს მნიშვნელოვნად აძლიერებს. პრეზიდენტ ტრამპის შესაძლო გადაწყვეტილება კი სრულიად სხვა მასშტაბის კრიზისს გამოიწვევს.

ლონდონის პოზიციით, სავაჭრო ბარიერების დაწესება ენერგეტიკული პრობლემის რეალურ მიზეზებს ვერ აღმოფხვრის. ბრიტანული მხარე მიიჩნევს, რომ გლობალური ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი და უკრაინის ომი განაპირობებს. შესაბამისად, ოფიციალური ლონდონი პარტნიორს შეზღუდვების მაგივრად დიპლომატიური შეთანხმების მიღწევასა და კონფლიქტის დეესკალაციას სთავაზობს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი საექსპორტო შეზღუდვების დაწესებას შუალედური არჩევნების წინ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასების შემცირების მიზნით განიხილავს. თეთრი სახლის განცხადებით, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ვაშინგტონი ყველა შესაძლო სცენარს სწავლობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებარუსთავი 2
  • მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ტრამპიტვ პირველი
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შეთანხმება მზადდებაფორმულა
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

BM.GE

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

BM.GE

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE