მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიუსელში ისტორიული შენობა „ეგიდიუმი“ მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა - La DH
ბრიუსელში ისტორიული შენობა „ეგიდიუმი“ მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა - La DH

ბრიუსელში ისტორიული შენობა „ეგიდიუმი“ მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა - La DH

BM.GE19 მაისი, 2026, 14:18|bm.ge

ბრიუსელის მუნიციპალიტეტ სენ-ჟილში მდებარე საკულტო შენობა „ეგიდიუმი“ რომელიც წლებია დაკეტილია, ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა La DH-ზე დაყრდნობით BruxellesToday ავრცელებს.

ახალი მფლობელები აცხადებენ, რომ ნაგებობას კულტურულ და ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებენ.

ხაზარაძეების ოჯახის განმარტებით, შენობა პირვანდელი სახით აღდგება და მოეწყობა საზოგადოებრივ-კულტურული ღონისძიებებისა და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზებისთვის განკუთვნილი სივრცეები. პროექტის მიზანია, შეიქმნას „საქართველოს სახლი ევროპაში“ — ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შექმნას და ქართული დიასპორის ინტერესებს. პროექტი ეფუძნება რწმენას, რომ კულტურა, ისტორიული მეხსიერება და ხალხებს შორისურთიერთობა ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრედროებითი პოლიტიკური გამოწვევები.

„ეგიდიუმი ისტორიითა და ემოციებით დატვირთული ადგილია. ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ თავისი პირვანდელი სული“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე La DH-თან საუბარში.

ახალი მფლობელები ხაზს უსვამენ ბრიუსელსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსაც. მათი თქმით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც შენობას ჯერ კიდევ „დიამანტ პალასი“ ერქვა, აქ ქართული ღონისძიებები უკვე იმართებოდა.

„ეგიდიუმის“ გახსნის ზუსტი თარიღი და სამომავლო პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იდეის ავტორები აცხადებენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც ბრიუსელის ხელისუფლებასთან, ისე ბელგიელ და ქართველ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

გამოცემა წერს, რომ 1906 წელს აშენებული „ეგიდიუმი“ ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, რომელიც არტ-ნუვოს, არტ-დეკოსა და მავრიტანულ სტილს აერთიანებს. სხვადასხვა დროს ეს სივრცე თეატრად, კინოთეატრად და საზეიმო დარბაზად გამოიყენებოდა.

ბოლო წლებში შენობის აღდგენის რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. 2018 წელს ნაგებობა ბრიუსელურმა კომპანია Cohabs-მა შეიძინა, რომელსაც იქ თეატრალური კულტურული ცენტრის მოწყობა სურდა, მაგრამ პანდემიამ, ეკონომიკურმა კრიზისმა და ფინანსურმა პრობლემებმა პროექტი შეაჩერა.

ხაზარაძეების ფონდი წერს, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში საქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე გაიხსნება. ქალაქ ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — Aegidium (“აეგიდიუმი”), წარსულში Diamant Palace — „ხაზარაძეების ფონდის” (ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის) საკუთრებაში გადავიდა, რათა მას დაუბრუნდეს მისი ტრადიციული, კულტურული ცენტრის დანიშნულება და შეიძინოს ახალი ისტორიული ფუნქცია — იქცეს ქართველ და ევროპელ ხალხთა შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული კავშირის სივრცედ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE