მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!
ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 18:00|bm.ge

16–17 ოქტომბერს თბილისში ექსპოჯორჯიას ორგანიზებით უძრავი ქონების გამოფენა გაიმართება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ღონისძიება არ არის. გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო უძრავი ქონების ბაზრებთან საქართველოს დაკავშირებაა.

სპეციალურად გამოფენისთვის საქართველოში ჩამოდიან საერთაშორისო საბროკერო კომპანიებისა და უძრავი ქონების პროფესიონალების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული პროექტების გაცნობით და მათი საკუთარ ქვეყნებში, საერთაშორისო კლიენტებისთვის შეთავაზებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დუბაიდან ჩამოსული პროფესიონალების მონაწილეობა — ქალაქიდან, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და კონკურენტული უძრავი ქონების ბაზარია.

გამოფენას დაესწრებიან და ბ2ბ შეხვედრებს ჩაატარებენ, წარმომადგენლები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Ellington Properties Dubai, Idealist Real Estate, Precision Realty, Empire City Real Estate, Adaptativo Real Estate და სხვა.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

Idealist Real Estate — დუბაის უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საინვესტიციო და off-plan პროექტებს. კომპანიის დამფუძნებელი და CEO Alexsey Gorbachev დუბაის ბაზარზე აქტიურად მუშაობს და მისი სააგენტო საერთაშორისო ინვესტორებთან მუშაობს.

Precision Realty — დუბაიში მოქმედი პრემიუმ უძრავი ქონებისა და საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობების შერჩევაში. კომპანია აქტიურად მუშაობს დუბაის ახალაშენებულ და საინვესტიციო პროექტებზე.

Empire City Real Estate — დუბაის ბაზარზე მოქმედი მსხვილი უძრავი ქონების ჯგუფი, რომელსაც საკუთარ გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და პლატფორმაზე 2,500-ზე მეტი UAE-ის უძრავი ქონების შეთავაზებაა წარმოდგენილი. კომპანია განსაკუთრებით საინვესტიციო უძრავ ქონებაზე და ახალაშენებულ პროექტებზეა ორიენტირებული.

Ellington Properties — დუბაის ერთ-ერთი ცნობილი private developer-ია, რომელიც დიზაინზე ორიენტირებულ საცხოვრებელ პროექტებს ავითარებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიამ დუბაის უძრავი ქონების დეპარტამენტის მონაცემებით დაახლოებით AED 10 მილიარდის გაყიდვები დააფიქსირა და დეველოპერებს შორის გაყიდვების ღირებულებით ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იყო.

გამოფენის პარალელურად გაიმართება კონფერენცია, უძრავი ქონების სექტორის აქტუალურ თემებზე. დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSft1y-g9eU5WaANFBzxaB48g4rVsouHcvWV6_kE_EzMZRWpCw/viewform

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
  • რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეანეტგაზეთი
  • პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყორუსთავი 2
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
პროექტი →თბილისის →

მსგავსი სტატიები

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

BM.GE

ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს

ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს

BM.GE

გავრცელებულ სავარაუდო აუდიოჩანაწერში ნანა ყეინიშვილი და Bitxchange-ის დამფუძნებელი წილების გადანაწილებაზე საუბრობენ

გავრცელებულ სავარაუდო აუდიოჩანაწერში ნანა ყეინიშვილი და Bitxchange-ის დამფუძნებელი წილების გადანაწილებაზე საუბრობენ

BM.GE

მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი

მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი

BM.GE