მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Brookfield-მა და SOFAZ-მა კავკასიის რეგიონში ინვესტირების მემორანდუმი გააფორმეს
Brookfield-მა და SOFAZ-მა კავკასიის რეგიონში ინვესტირების მემორანდუმი გააფორმეს

Brookfield-მა და SOFAZ-მა კავკასიის რეგიონში ინვესტირების მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 04:50|bm.ge

საინვესტიციო კომპანია Brookfield-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა, SOFAZ-მა, სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც ირკვევა, შეთანხმება აზერბაიჯანში, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ერთობლივ შესწავლას ითვალისწინებს. ახალი ალიანსი Brookfield-ის გლობალურ საოპერაციო რესურსებსა და SOFAZ-ის მრავალწლიან რეგიონულ გამოცდილებას გააერთიანებს.

არსებული ინფორმაციით, პარტნიორები მიზნად ენერგეტიკისა და კერძო კაპიტალის სექტორებში პერსპექტიული პროექტების იდენტიფიცირებას და მათ მხარდაჭერას ისახავენ. შეთანხმების ფარგლებში, პროექტების განვითარებასთან ერთად, პროცესში საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორების ჩართვა და კაპიტალის მოზიდვის მასშტაბის გაზრდაც იგეგმება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორივე მხარე რეგიონის გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. Brookfield Asset Management-ის აღმასრულებელი დირექტორის, კონორ ტესკის შეფასებით, მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნა და უხვი ბუნებრივი რესურსები რეგიონში გლობალური კაპიტალის მოზიდვას განაპირობებს.

თავის მხრივ, SOFAZ-ის აღმასრულებელი დირექტორი, ისრაფილ მამადოვი აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა წამყვან გლობალურ ინვესტორებთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის. მამადოვის თქმით, Brookfield-ს საინვესტიციო და საოპერაციო მიმართულებით ფართო შესაძლებლობები აქვს, რაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში მომუშავე საინვესტიციო გიგანტი Brookfield-ი $1 ტრილიონზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავს. რაც შეეხება SOFAZ-ს, 1999 წელს დაფუძნებული აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენული ფონდი $72 მილიარდზე მეტ აქტივს განკარგავს. აღნიშნული ინსტიტუტები კაპიტალს ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურისა და კერძო კაპიტალის გლობალურ პროექტებში აბანდებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

აშშ-ში ინფლაციის შენელების ფონზე ოქროს ფასი გაიზარდა

აშშ-ში ინფლაციის შენელების ფონზე ოქროს ფასი გაიზარდა

BM.GE

რას მოიცავს Broadcom-ისა Anthropic-ის $42-მილიარდიანი საკრედიტო შეთანხმება?

რას მოიცავს Broadcom-ისა Anthropic-ის $42-მილიარდიანი საკრედიტო შეთანხმება?

BM.GE

აშშ-მა გერმანიასა და საფრანგეთს დიზელის მარაგების გახსნა მოსთხოვა

აშშ-მა გერმანიასა და საფრანგეთს დიზელის მარაგების გახსნა მოსთხოვა

BM.GE