მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო
BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო

BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 00:29|bm.ge

ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP), რომელიც ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ფლობს და მართავს, ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო. დაახლოებით 86 ათასი ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი FRANKOPAN-ი 28 ოქტომბერს SOCAR-ის კუთვნილ ყულევის შავი ზღვის ტერმინალში შევიდა.

როგორც BMG-ის კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული მიწოდება ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობით მომარაგებას აგრძელებს. ლიბიური ნედლი ნავთობის მიწოდება აგვისტოს ბოლოდან რეგულარულად ხორციელდება, ხოლო BSP ნოემბერში ლიბიური ნავთობის მორიგ პარტიებსაც ელოდება.

მიწოდებები BSP-ისა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის მიერ გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

2026 წლის ივლისში ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო, ხოლო 23 აგვისტოს სრულად გადავიდა მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გამოყენებაზე. აღნიშნული ცვლილებიდან 60 დღეზე მეტი გავიდა.

კომპანიის ინფორმაციით, BSP-ის მიზანია, ევროკავშირის ბაზარს ყოველთვიურად 100 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი მიაწოდოს. კომპანიის ინფორმაციით, პროდუქციის მიწოდება ევროკავშირში მოქმედი რეგულაციებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

ამასთან, BSP-მა 15 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ოფისი გახსნა. კომპანიის განცხადებით, ოფისის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობების გაფართოება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

BM.GE

საქართველოს აქვს ძლიერი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული ეროვნული ბანკი - პატრიკ ტანი

საქართველოს აქვს ძლიერი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული ეროვნული ბანკი - პატრიკ ტანი

BM.GE

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

BM.GE

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

BM.GE