მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს აქვს ძლიერი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული ეროვნული ბანკი - პატრიკ ტანი
საქართველოს აქვს ძლიერი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული ეროვნული ბანკი - პატრიკ ტანი

საქართველოს აქვს ძლიერი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული ეროვნული ბანკი - პატრიკ ტანი

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 00:21|bm.ge

ChainArgos-ის გენერალური მრჩეველი პატრიკ ტანი მიიჩნევს, რომ საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს. ეროვნული ბანკის ცნობით, მან ამის შესახებ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში განაცხადა.

„საქართველოს გაუმართლა, რომ იმყოფება აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ეს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას გლობალური საბანკო სექტორის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინოვატორებს უჭერს მხარს. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს“,- ამბობს პატრიკ ტანი.

ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიდგომას ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში. მისი შეფასებით, ქვეყანამ შეძლო სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით თანმიმდევრული და გააზრებული მიდგომის არჩევა.

„ხშირად ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ჩქარობენ ციფრული აქტივების, ვირტუალური აქტივებისა და სტეიბლკოინების რეგულირებას, თუმცა ამ პროცესში ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. საქართველოს შემთხვევაში დავინახეთ მტკიცე და გააზრებული ინიციატივა, რომ პროცესი თავიდანვე სწორად წარმართულიყო, ვიდრე მის მასშტაბურ დანერგვას დაიწყებდნენ“, – განაცხადა მან.

პატრიკ ტანის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური გადახდების განვითარების მიმართულებითაც. მისი თქმით, გლობალურ ქსელში გადახდების სულ უფრო მეტად გაციფრულებისა და ავტონომიურობის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეუძლია ამ პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს.

ChainArgos არის სინგაპურში დაფუძნებული კერძო კომპანიაა, რომლის პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიკვლიონ და აკონტროლონ კრიპტოაქტივების მოძრაობა ბლოკჩეინქსელებში, გააანალიზონ ტრანზაქციები და გამოავლინონ საეჭვო ფინანსური ნაკადები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო

BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო

BM.GE

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

BM.GE

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

BM.GE

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE