მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბულგარეთის პარლამენტმა რუმენ რადევის მთავრობა დაამტკიცა
ბულგარეთის პარლამენტმა რუმენ რადევის მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა რუმენ რადევის მთავრობა დაამტკიცა

BM.GE8 მაისი, 2026, 17:46|bm.ge

ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობა და სტრუქტურა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი უხელმძღვანელებს. Nova.bg-ისა და European Pravda-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასა და მინისტრთა კაბინეტს მხარი 124-მა დეპუტატმა დაუჭირა, 70 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მხარდამჭერი ხმები სრულად ფრაქცია „პროგრესულ ბულგარეთს“ ეკუთვნის. კენჭისყრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებმა და მინისტრებმა პარლამენტში ფიცი დადეს.

არსებული ინფორმაციით, ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ დაიკავა, თავდაცვის უწყებას კი დიმიტრი სტოიანოვი ჩაუდგა სათავეში. რუმენ რადევის კანდიდატურა პარლამენტს „პროგრესული ბულგარეთის“ თავმჯდომარემ, პეტარ ვიტანოვმა წარუდგინა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას, ნდობასა და სოლიდარობას დააბრუნებს.

საყურადღებოა, რომ 19 აპრილის არჩევნების შედეგად გამარჯვებული რადევის პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხმების 44.59% მოიპოვა, საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო უმრავლესობა აქვს.

შეგახსენებთ, რადევი ბულგარეთის პრეზიდენტის პოსტს 2017-2026 წლებში იკავებდა. ის პრორუსული განწყობებით არის ცნობილი და ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 19 აპრილს გამართული კენჭისყრა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულგარეთში ჩატარებული მერვე საპარლამენტო არჩევნები იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE