მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - GT GROUP-მა პირველი შოურუმი გახსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - GT GROUP-მა პირველი შოურუმი გახსნა

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - GT GROUP-მა პირველი შოურუმი გახსნა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 20:36|bm.ge

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა.

მსოფლიოში ახალი ენერგიის ავტომობილების ლიდერი BYD საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი „ჯითი გრუპია“ - საავტომობილო ინდუსტრიაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ისეთ პრემიუმ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა BMW, Land Rover და Jaguar.

თბილისში პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა ბრენდის შემოსვლის საწყისი ეტაპია, რომელიც ქართველ მომხმარებელს BYD-ის მოწინავე ტექნოლოგიებთან და „ჯითი გრუპის“ მრავალწლიან გამოცდილებასთან აკავშირებს. ოფიციალური წარმომადგენლობა მომხმარებელს უკვე სთავაზობს:

• ოფიციალურ საგარანტიო პირობებსა და პროგრამულ განახლებებს • ავტორიზებულ სერვისს სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან • ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და გაყიდვის შემდგომ სრულ მხარდაჭერას

BYD-ის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა უსაფრთხო Blade Battery და DM სუპერ ჰიბრიდული სისტემა, საქართველოში ეკომეგობრული მობილობის ახალ ეტაპს უყრის საფუძველს.

„ჯითი გრუპის“ სტრატეგიული ხედვა ბრენდის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ განვითარებას ითვალისწინებს: 2027 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #218-ში, BYD-ის სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ფლაგმანური შოურუმი და მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება და გაიხსნება. პარალელურად, რეგიონული გაფართოების ფარგლებში, იგეგმება ოფიციალური შოურუმისა და სერვისცენტრის დამატება ბათუმშიც.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებას BYD-ის მაღალი რგოლის მენეჯმენტი, ქართული ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოს მუსიკალური კონცეფცია სპეციალურად ამ მოვლენისთვის შექმნილი კომპოზიციით არტისტმა ანუშკა ჩხეიძემ გააფორმა.

პირველ ეტაპზე შოურუმში წარმოდგენილია საქართველოს ბაზრისთვის ბრენდის მიერ ოფიციალურად ავტორიზებული სამოდელო რიგი, რომლებზეც ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია. სამოდელო პორტფელი მუდმივად განახლებადია და ეტაპობრივად ბრენდის უახლესი გლობალური მოდელებით შეივსება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

BM.GE

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

BM.GE