მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჭარბი ყურძნისგან მიღებული 10 მლნ ლიტრი სპირტი აუქციონზე მე-7 მცდელობით გაიყიდა|ლიტრი 5.88 ლარად
ჭარბი ყურძნისგან მიღებული 10 მლნ ლიტრი სპირტი აუქციონზე მე-7 მცდელობით გაიყიდა|ლიტრი 5.88 ლარად

ჭარბი ყურძნისგან მიღებული 10 მლნ ლიტრი სპირტი აუქციონზე მე-7 მცდელობით გაიყიდა|ლიტრი 5.88 ლარად

BM.GE6 აგვისტო, 2026, 02:18|bm.ge

შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია, 10 მლნ ლიტრი სპირტი აუქციონზე მეშვიდე მცდელობით გაყიდა - ლიტრის საშუალო სარეალიზაციო ფასი 5.88 ლარი იყო (დღგ-ის ჩათვლით).

აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ ღვინის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა, თუმცა მოსავლის მართვის კომპანიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა - რომელმა კომპანიებმა შეიძინეს საბრენდე სპირტი, რომლის ფასი, მყიდველის არარსებობის გამო, 6-ჯერ გამოცხადებულ უშედეგო, ელექტრონულ აუქციონებზე მუდმივად მცირდებოდა.

“მოსავლის მართვის კომპანიის” ინფორმაციით, ახალგაზრდა სპირტის „ღვინის დისტილატი“ 17 ლოტად იყო გამოტანილი და 10-მა კომპანიამ შეიძინა.

როგორც ირკვევა, სახელმწიფომ 10 000 000 ლიტრი საბრენდე სპირტის რეალიზაციიდან 58 800 000 ლარი მიიღო, რომელიც “მოსავლის მართვის კომპანიის” განცხადებითვე, 2026 წლის რთველზე ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისათვის და ყურძნის გადამუშავებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯების დასაფარად დაიხარჯება.

"მოსავლის მართვის კომპანია" რთველი 2026-ისთვის ₾50 მლნ-ის გამარტივებული შესყიდვას ითხოვს

მთავრობა კომპანიებს სასპირტე ყურძნის ჩაბარებისთვის ₾30 მილიონამდე კრედიტის სუბსიდირებას შესთავაზებს

რატომ ჰქონდა „მოსავლის მართვის კომპანიას” 10 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი?

შეგახსენებთ: მთავრობის მარაგებში მილიონობით ლიტრი სპირტის და ღვინის დაგროვება რთველის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქართველოში ყურძნის წარმოება მნიშვნელოვნად აღემატება ბაზარზე - ღვინის კომპანიებისგან ყურძენზე მოთხოვნას, ხოლო მევენახეთა სოციალური პროტესტის თავიდან არიდების და ფასების მკვეთრი ვარდნის თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა თავად ყიდულობს ჭარბ ყურძენს, რომლისგანაც შემდეგ სპირტს ამზადებს და ყიდის.

2025 წელს, ყურძნის მოსავალი დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული იყო და 330,000 ტონას მიაღწია. კერძო კომპანიებმა 170,000 ტონა ჩაიბარეს, დანარჩენი კი - სახელმწიფო კომპანიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავლის ნახევარზე მეტი მთავრობამ გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული სახსრებით დააფინანსა. აქედან გამომდინარე, 2025 წელს რთველის სუბსიდია რეკორდულად ძვირი დაჯდა და 247.1 მილიონ ლარს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE