მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩარგეიშვილი: 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესება ქონების გადასახადის სისტემურ პრობლემას ვერ აგვარებს და სოციალური დაყოფის რისკს აჩენს
ჩარგეიშვილი: 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესება ქონების გადასახადის სისტემურ პრობლემას ვერ აგვარებს და სოციალური დაყოფის რისკს აჩენს

ჩარგეიშვილი: 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესება ქონების გადასახადის სისტემურ პრობლემას ვერ აგვარებს და სოციალური დაყოფის რისკს აჩენს

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 23:46|bm.ge

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდა, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, მოქმედი სისტემის ფუნდამენტურ პრობლემას ვერ აგვარებს. ის BM.GE-სთან აცხადებს, რომ ცვლილება მხოლოდ იმ ზღვარს ცვლის, რომლის ზემოთაც მოქალაქე ქონების გადასახადის გადამხდელად ითვლება, თავად დაბეგვრის პრინციპი კი უცვლელი რჩება.

„რეალურად რაღაც ზღვარმა გადაინაცვლა, მაგრამ სტრუქტურული ნაწილი აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში გვეყოლებიან 100 000 ლარზე ზევით ზღვარს მყოფი ადამიანები, რომლებიც ერთგვარად სიმდიდრის გადასახადს იხდიან და, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, ვინც ამ ზღვარზე ვერ მოდიან. ამიტომ, თუნდაც ამ მიზეზით, ეს გადაწყვეტილება არ არის კარგი. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ კლასიფიკაციას, გარკვეულ დაყოფას ადამიანებს შორის და იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გადავხედოთ სისტემას, მხოლოდ ზღვარს ვწევთ“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.

მისი შეფასებით, პრობლემა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ მოქმედი მოდელი ქონების ღირებულებას პირდაპირ არ მიჰყვება და გადასახადის განსაზღვრისას ოჯახის შემოსავალსაც ითვალისწინებს. შესაბამისად, ახალი ზღვრის პირობებშიც კი მოქალაქის საგადასახადო ვალდებულება მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონების მოცულობით არ განისაზღვრება.

"ყველა ფიქრობს იმაზე, რომ ერთ ფიზიკურ პირზე გადადის ეს მოდელი და რეალურად რჩება ოჯახის გაგებაში ისევ ისე. ანუ, თუ ოჯახში ოთხი ადამიანია და თითოეულს, მაგალითად, 3 ათასი ლარი აქვს შემოსავალი, მათი ერთობლივი შემოსავალი უკვე 100 ათას ლარს სცდება. შესაბამისად, შეიძლება მათ ჰქონდეთ ისეთი ქონება, რომელიც ამ ზღვარს არ სცდება, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ იმ კატეგორიაში, რომელსაც ქონების გადასახადი ეხება. ამიტომ აქ ისევ შემოსავლის პრინციპთან მივდივართ და არა ქონების რეალურ ღირებულებასთან", - განმარტავს ის.

ჩარგეიშვილის თქმით, სწორედ ეს ტოვებს მოქმედ სისტემას უფრო მეტად შემოსავალზე მიბმულ გადასახადად, ვიდრე უშუალოდ ქონებაზე დაწესებულ გადასახადად. მისი შეფასებით, ზღვრის გაზრდა გარკვეული ჯგუფისთვის საგადასახადო ტვირთს შეამცირებს, თუმცა ვერ შექმნის იმ სისტემას, რომელიც მოქალაქეებს ქონების მიხედვით თანაბარ და სამართლიან პირობებს შესთავაზებს.

"ეს ქონების გადასახადი, რაც გვაქვს, არის შეფარული დოვლათის გადასახადი და შეფარული მოდელი შემოსავლით გადასახადის დანამატისა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ქონების გადასახადი გვქონდეს, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულებაზე, მის ტიპზე და სხვა შესაბამის კრიტერიუმებზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენი შემოსავალი აქვს ადამიანს ან მის ოჯახს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ზღვარს ვცვლით, მაგრამ სისტემის არსი იგივე რჩება", - ამბობს ჩარგეიშვილი.

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დაწესება, არამედ მთლიანად ქონების გადასახადის მოდელის გადახედვა, რათა ცვლილებამ მოქალაქეების ერთმანეთისგან კატეგორიებად დაყოფის ნაცვლად, დაბეგვრის უფრო თანმიმდევრული სისტემა შექმნას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილს ივანიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 1000ლარიანი ჯარიმა დაეკისრაფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიანიმედი
  • პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც აითვისებდარუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
ლარი →ქონების →

მსგავსი სტატიები

მეფე ჩარლზმა ხელოვნური ინტელექტის გიგანტების ხელმძღვანელები შეკრიბა

მეფე ჩარლზმა ხელოვნური ინტელექტის გიგანტების ხელმძღვანელები შეკრიბა

BM.GE

საპენსიო ამნისტია და ახალი წესები - ზურაბ ძნელაშვილი საკანონმდებლო ცვლილებების ხარვეზებსა და შესაძლებლობებს აფასებს

საპენსიო ამნისტია და ახალი წესები - ზურაბ ძნელაშვილი საკანონმდებლო ცვლილებების ხარვეზებსა და შესაძლებლობებს აფასებს

BM.GE

16 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

16 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საპენსიო შენატანის დარღვევებზე დამსაქმებლებისთვის ჯარიმა 300 ლარამდე მცირდება - კანონპროექტი

საპენსიო შენატანის დარღვევებზე დამსაქმებლებისთვის ჯარიმა 300 ლარამდე მცირდება - კანონპროექტი

BM.GE