მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩემი აზრით, დენის ავარიული გამორთვები კრიპტო ქარხნების მიზეზით ხდება, მათ შორის აფხაზეთში მოპოვების გამო - გოცირიძე
ჩემი აზრით, დენის ავარიული გამორთვები კრიპტო ქარხნების მიზეზით ხდება, მათ შორის აფხაზეთში მოპოვების გამო - გოცირიძე

ჩემი აზრით, დენის ავარიული გამორთვები კრიპტო ქარხნების მიზეზით ხდება, მათ შორის აფხაზეთში მოპოვების გამო - გოცირიძე

BM.GE25 ივლისი, 2026, 14:13|bm.ge

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის მოპოვების დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვს. მისი განცხადებით, კრიპტომაინინგის საწარმოები ქვეყნის ენერგოსისტემაზე მნიშვნელოვან დატვირთვას ქმნიან, სარგებლობენ საგადასახადო და ენერგეტიკული შეღავათებით და ეკონომიკისთვის დადებით ეფექტს არ ქმნიან.

გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კრიპტომაინინგის საწარმოები ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ, ხოლო აფხაზეთის მოხმარების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. მისი შეფასებით, საერთო მოხმარება დაახლოებით 1 მილიარდ კილოვატსაათს აღწევს, რაც ბათუმის წლიურ ელექტროენერგიის მოხმარებას აღემატება.

ყოფილი დეპუტატი ასევე ამტკიცებს, რომ კრიპტომაინინგის სექტორი მმართველი გუნდის ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული.

„ენერგეტიკას ანგრევს პარაზიტული კრიპტოსაწარმოები, რომელთა წილი ქვეყნის შემოსავლებში თითქმის ნულის ტოლია, ხოლო ეკონომიკაზე მათი გავლენა-მკვეთრად უარყოფითი.

როგორი ენერგოტევადიც არ უნდა იყოს ნებისმიერი დარგი, მას არსებობის უფლება აქვს, თუ კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებს და მოგებას იძლევა. საქართველოში კრიპტომაინინგის საწარმოები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ სასათბურე პირობებით სარგებლობენ: ისინი მთლიანად არიან გათავისუფლებულები გადასახადისგან, ხოლო ელექტროენერგიას შეღავათიანი პირობებით იღებენ. ამ შეღავათების გარეშე ყველა მომენტალუად შეწყვეტდა არსებობას. ისინი ვამპირები არიან, რომლებიც სისხლს წოვენ ენერგეტიკას და ქვეყნის ბიუჯეტს და ამით საზრდოობენ.

ამ საწარმოების კიდევ ერთი თავისებურებაა, რომ ისინი დღე-ღამის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან. ამის შედეგია გახშირებული ავარიები. საქართველოში ისინი მოიხმარენ ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6 პროცენტს, ხოლო აფხაზეთის მოხმარების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. საერთო მოხმარება დაახლოებით 1 მილიარდ კილოვატსაათს აღწევს, რაც მეტია, ვიდრე ბათუმის წლიური ელექტროენერგიის მოხმარება.

ყველა კრიპტოქარხნის უკან ქართული ოცნების "ქართული ოცნების" ბიზნესკლანის წარმომადგენლები დგანან, ხოლო მთავარი კრიოპტოვამპირი, გლდანის საწარმო, ივანიშვილის მიერ იყო დაფუძნებული.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს”, - წერს გოცირიძე.

დღეს, 25 ივლისს დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გენერატორების იმპორტი 18%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

გენერატორების იმპორტი 18%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ევროპაში სიცხემ €2 მილიარდის ღირებულების მარცვლეული გაანადგურა

ევროპაში სიცხემ €2 მილიარდის ღირებულების მარცვლეული გაანადგურა

BM.GE

200 დრონი და ლაზერ შოუ - რა დაუჯდა ბიუჯეტს ქუთაისის ყოფილ პარლამენტში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება?

200 დრონი და ლაზერ შოუ - რა დაუჯდა ბიუჯეტს ქუთაისის ყოფილ პარლამენტში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება?

BM.GE

ენერგეტიკული უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმი და ახალი ავიარეისების გახსნა - კახი კახიშვილი

ენერგეტიკული უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმი და ახალი ავიარეისების გახსნა - კახი კახიშვილი

BM.GE