მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?
რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

BM.GE27 აგვისტო, 2026, 03:10|bm.ge

ქართულ ბაზარზე მასშტაბური გარიგება შედგა: სომხური საინვესტიციო ჰოლდინგის, Arins Group-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიზნესმენი, კარენ საფარიანი „ტერაბანკისა“ და დედაქალაქის გამორჩეული, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, „ბილტმორის“ ახალი მფლობელი ხდება.

ვინ არის კარენ საფარიანი?

1963 წელს დაბადებულმა სომეხმა ბიზნესმენმა კარიერა ინჟინრის სპეციალობით დაიწყო, ხოლო 1990-იან წლებში საქმიანობა რუსეთში გააგრძელა, სადაც სამშენებლო და ინდუსტრიულ სექტორში ათობით საწარმო დააფუძნა. მისი ხელმძღვანელობით ერევანში განხორციელდა ისეთი ცნობილი დეველოპერული პროექტები, როგორებიცაა: სომხეთის მთავრობის №3 ადმინისტრაციული კორპუსი და ერევნის მერიის შენობა.

2000-იანი წლების დასაწყისისთვის საფარიანი უკვე აკონტროლებდა ათობით საწარმოს რუსეთსა და სომხეთში. მისი ინტერესის სფერო მოიცავდა მძიმე მრეწველობას, დეველოპმენტსა და ავიაციას. კერძოდ, წყაროები მას აკავშირებენ კომპანია Rosaviaspetskomplekt-თან, რომელიც საავიაციო კომპონენტებისა და სპეციალური ტექნიკის მიწოდებაზე მუშაობდა.

2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, საფარიანმა რუსული ბაზარი და სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად დატოვა, ხოლო 2019 წლიდან მისი ბიზნესინტერესები ძირითადად სომხეთის ფინანსურ სექტორზე კონცენტრირდა.

საფარიანის საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2016 წლის გარიგებაა. იმ პერიოდში მისმა კუთვნილმა რუსულმა კომპანიამ Region Financial Industrial Corporation-მა სრულად შეიძინა Areximbank-Gazprombank Group-ი, რუსული გიგანტის, „გაზპრომბანკის“ სომხური შვილობილი ბანკი. მოგვიანებით, ეს აქტივი შეერწყა Ardshinbank-ს, რომელსაც დღეს Arins Group-ი აკონტროლებს.

რა აქტივებს ფლობს Arins Group-ი?

საფარიანის ბიზნესიმპერიის ბირთვს Arins Group-ი წარმოადგენს, რომელიც რეგიონის საფინანსო ბაზარზე მნიშვნელოვან წილს აკონტროლებს და შემდეგ აქტივებს ფლობს:

• Ardshinbank: სომხეთის საბანკო სექტორის უმსხვილესი მოთამაშე. Arins Group-ი ბანკის აქციების 98.9%-ს ფლობს, ხოლო თავად საფარიანი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. • Armenia Insurance: სომხეთის სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც ასევე Arins Group-ის მფლობელობაშია. • საინვესტიციო ფონდები: ჰოლდინგის მართვის ქვეშ არის რამდენიმე ფინანსური და კაპიტალის მართვის ფონდი, რომელთა მოცულობა საჯაროდ ცნობილი არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

BM.GE

ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?

ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?

BM.GE

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

BM.GE

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

BM.GE