მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინური BYD ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს
ჩინური BYD ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს

ჩინური BYD ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს

BM.GE12 ივნისი, 2026, 13:40|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი, ჩინური BYD იმ კომპანიების "შავ სიაში" დაამატა, რომლებიც პენტაგონის შეფასებით, ჩინეთის სამხედრო უწყებასთან თანამშრომლობენ, რასაც ავტოგიგანტის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების მუქარა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, BYD-სთან ერთად, სიაში ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებიც მოხვდნენ, როგორებიც არის Alibaba, Baidu, NIO, Unitree და RoboSense არიან. ამჟამად ჩინური სამხედრო კომპანიების ნუსხა 188 სუბიექტს აერთიანებს, რაც გასული წლის შედეგთან შედარებით 58 ერთეულით მეტია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური ვაშინგტონის ეს ნაბიჯი BYD-სთვის ამერიკის სამთავრობო კონტრაქტების მოპოვების შესაძლებლობას სრულად ბლოკავს. პენტაგონის განმარტებით, კომპანია პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული ჩინეთის სახელმწიფო საწარმოების მართვის კომიტეტსა და მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსთან.

"რადგან ზედმეტად ძლიერი ხარ, ისინი ვერ უპირისპირდებიან შენს პროდუქტებს, ამიტომ მსგავს მეთოდებს მიმართავენ. თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივ იარაღს საკუთარი თავის დასაცავად. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ BYD არ არის კომპანია, რომლის დაჩაგვრაც შესაძლებელია ან რომლის მიმართაც ცრუ ბრალდებებს უმოქმედოდ შეეგუებიან", - განაცხადა BYD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სტელა ლიმ.

მენეჯმენტი პირველ ეტაპზე ამერიკულ მხარესთან ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, თუმცა ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, დავას სასამართლოში გააგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

BM.GE