მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინურმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა საწვავის ექსპორტი შეაჩერეს
ჩინურმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა საწვავის ექსპორტი შეაჩერეს

ჩინურმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა საწვავის ექსპორტი შეაჩერეს

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 03:23|bm.ge

ჩინურმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიებმა ჰონგ-კონგისა და მაკაოს ფარგლებს გარეთ საწვავის ექსპორტი ოფიციალური პეკინის ახალ განკარგულებამდე შეაჩერეს.

არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ადგილობრივი მარაგების შემცირებამ და ნედლი ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა. როგორც ირკვევა, ჩინეთის ხელისუფლება ამ გზით მიზნად შიდა ენერგეტიკული ბაზრის დაცვას ისახავს.

Sparta Commodities-ის უფროსი ანალიტიკოსის, ჯუნ გოჰის შეფასებით, ჩინეთის უმთავრესი პრიორიტეტი მუდმივად შიდა ენერგოუსაფრთხოება იყო და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პეკინმა მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

ხელისუფლების გადაწყვეტილების ფონზე, სახელმწიფო ენერგოგიგანტმა PetroChina-მ ოქტომბრისთვის დაგეგმილი ბენზინისა და საავიაციო ნავთის რამდენიმე პარტიის გადაზიდვა გააუქმა. საყურადღებოა, რომ კომპანიამ ამ კონტრაქტების უმეტესობის შესრულებაზე ვალდებულება სულ რაღაც ორი კვირის პერიოდში აიღო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინეთის ამ გადაწყვეტილებამ გლობალურ ბაზარზე საწვავის დეფიციტის რისკები კიდევ უფრო გაზარდა. აზიურ ბაზარზე დიზელის გადამუშავების მარჟამ ერთ ბარელზე თითქმის $76 შეადგინა. ამ მოლოდინმა ოქტომბერ-ნოემბრის ფასთა სხვაობა ბოლო ორი კვირის მაქსიმუმამდე გაზარდა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო ბაზარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისა და რუსეთის გადასამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის იერიშების გამო მიწოდების სიმცირეს ისედაც განიცდის. პეკინის ეს ნაბიჯი კი კრიზისის გაღრმავების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

შეგახსენებთ, პეკინმა საწვავის ექსპორტი პირველად მარტში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყებისა და ნედლეულის მიწოდების შეფერხების შემდეგ შეზღუდა, ივლისიდან სექტემბრამდე კი ბარიერები დროებით შეამსუბუქა. ცნობისთვის, ჩინეთი ნავთობის გადასამუშავებელი სიმძლავრეებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, თუმცა ექსპორტის მაჩვენებლებით აზიაში ინდოეთსა და სამხრეთ კორეას ჩამორჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევეს

2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევეს

BM.GE

TOP 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს

TOP 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს

BM.GE

3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - პროგრამა

3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - პროგრამა

BM.GE

საშუალო ბიზნესი ყველაზე ნაკლებ ადამიანს ასაქმებს და ყველაზე მაღალ ხელფასს იხდის - 2025 წლის სტატისტიკა

საშუალო ბიზნესი ყველაზე ნაკლებ ადამიანს ასაქმებს და ყველაზე მაღალ ხელფასს იხდის - 2025 წლის სტატისტიკა

BM.GE