მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩიპების მწარმოებელი "CXMT", IPO-ს ფარგლებში, რეკორდული $8.5 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს
ჩიპების მწარმოებელი "CXMT", IPO-ს ფარგლებში, რეკორდული $8.5 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს

ჩიპების მწარმოებელი "CXMT", IPO-ს ფარგლებში, რეკორდული $8.5 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს

BM.GE16 ივლისი, 2026, 03:38|bm.ge

ჩინური კომპანია ChangXin Memory Technologies (CXMT) შანხაის ტექნოლოგიურ საფონდო ბირჟა STAR Market-ზე (რომელიც Nasdaq-ის ანალოგია) დაგეგმილი პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში, 57.9 მილიარდი იუანის (8.55 მილიარდი დოლარის) მოზიდვას ელოდება - ამის შესახებ ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ სამშაბათს წარდგენილ განაცხადში აღნიშნა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს პირველადი საჯარო შეთავაზება მიმდინარე წელს აზიაში ყველაზე მსხვილი იქნება, ხოლო ჩინურ A-კლასის აქციების ბაზარზე - ნახევარგამტარების სექტორის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური. იგი გადააჭარბებს ჩიპების მწარმოებელი კომპანია SMIC-ის მიერ 2020 წელს განხორციელებულ აქციების გაყიდვასაც.

CXMT-ის განცხადებით, IPO-ს ფარგლებში ერთი აქციის ფასი 8.66 იუანით განისაზღვრა.

საკითხთან დაახლოებული ორი წყაროს ცნობით, კომპანიის აქციები შანხაის საფონდო ბირჟაზე 27 ივლისს განთავსდება.

CXMT, რომელიც დინამიკური ოპერატიული მეხსიერების (DRAM) ჩიპების მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია და 2025 წელს ბაზრის დაახლოებით 7.7%-ს აკონტროლებდა, ინდუსტრიის აღმავალი ციკლის წყალობით, სწრაფად იზრდება: DRAM-ჩიპები გადამწყვეტი კომპონენტია იმ სერვერებისთვის, რომლებიც ღრუბლოვან გამოთვლებს, მონაცემთა ბაზებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების მუშაობას უზრუნველყოფენ.

დიდი ხანია, CXMT გლობალურ ლიდერებთან - Samsung Electronics-სა და SK Hynix-თან შედარებით, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი კომპანიად მიიჩნევა.

ქალაქ ხეფეიში ბაზირებულმა CXMT-მა საპროექტო პროსპექტში აღნიშნა, რომ აქციების განთავსებიდან მიღებულ შემოსავალს საწარმოო ხაზებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციისთვის გამოიყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE