მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე
"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 02:11|bm.ge

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხან ჭენგმა თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია.

მათივე ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ აქვთ ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის.„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერდნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ივნისში პრეზიდენტი სი ძინპინი და პრეზიდენტი ყაველაშვილი შეხვდნენ და გაკეთდა განცხადება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება. სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას. ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისადმი ორმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპია. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარების ინტერესებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - აღნიშნა ხან ჭენგმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE