
"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი
"ასკანელის" ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ქეთი კენკიშვილმა BMG-სთან Industry Talks-ის ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება წარმოუდგენელია და კომპანიებს ამ მიმართულებით განვითარებაში Industry Talks-ისნაირი ღონისძიებები ძალიან ეხმარება.
ქეთი კენკიშვილი -"ასკანელის" ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი - რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია იმდენად სწრაფად მიმდინარეობს ამ მიმართულებით განვითარება. მოხარულები ვიქნებით რომ ეს მიმართულება იყოს ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად ნაკლები ხარვეზია, მეტი სიმარტივეა, მეტი სისწრაფეა.
მიხარია რომ ასეთი ბიზნესშეხვედრები იმართება, ინფორმაციების გაცვლა ხდება და ამ სფეროს განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქეთი კენკიშვილმა.
დღეს, 6 ნოემბერს BDO Digital-ისა და "ბიზნეს მედია საქართველოს" (BMG) პარტნიორობით, მასშტაბური B2B პლატფორმის – Industry Talks-ის სადებიუტო ღონისძიება იმართება, რომელიც სრულად საცალო ვაჭრობის (რიტეილ) სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას ეთმობა.
BM.GE
წყარო: bm.ge