მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 02:03|bm.ge

"ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით.„ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება. ასევე, დაინტერესებული ვართ, თანამშრომლობა გავაღრმავოთ არაერთ სხვა სფეროში, ეს არის კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. მოხარული ვართ, რომ ამ დარგებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მუდმივად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • „დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობსფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი