მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე
"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 01:46|bm.ge

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა თქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და თქვენი ვიზიტიც საქართველოში ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მორიგი გამოხატულებაა. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლისთავზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მოხარული ვართ, რომ ამ შეთანხმებას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის და მას შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წინსვლას ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განუხრელ მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპთან მიმართებით. ჩვენს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ. ეს შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად გავაღრმაოთ პარტნიორობა, მათ შორის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • „დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობსფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE