მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე
ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე

ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 16:54|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამის შესახებ მან ბათუმში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ზაზა შათირიშვილის წერილზე, სადაც ფილოსოფოსი წერს, რომ გერმანიაში სახელისუფლებო ძალები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავს ესხმიან, ასევე საუბრობენ ამ პარტიის აკრძალვაზე, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ AfD-ის რეიტინგი წლიდან წლამდე იზრდება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე საკმაოდ მაღალი რისკი ექმნება არსებულ მმართველ კოალიციას.

„ამასთან ერთად ყველამ ვიცით, რა არის იმ პროცესების მთავარი მიზეზი, რაც განვითარდა პირველ რიგში უკრაინაში. მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება. „დიპ სტეიტის“ მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება და ეს არის პრაქტიკული შედეგიც იმისა, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვტკივა გული ევროპაზე, ევროკავშირზე და შესაბამისად ძალიან გვაწუხებს ის პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპაში. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ძლიერი ევროპა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი შეფასებით, გერმანიაში ეკონომიკური კუთხით რთული მდგომარეობაა, რაც მოსახლეობის განწყობაზე აისახება. ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები.

„გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის. ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ამომრჩევლის განწყობაზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში, საქსენ-ანჰალტის მიწაზე. დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ჩვენ ვერ ჩავერევით გერმანელი ხალხის არჩევანში, ზედმეტ კომენტარებსაც მოვერიდებით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმ ტენდენციებს, რომლებიც ფიქსირდება გერმანიაში და რისი გამოხატულებაც არის ოპოზიციის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმესიმედი
  • ირაკლი კობახიძე: იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებირუსთავი 2
  • კობახიძე ღარიბაშვილის კორუფციაზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ სისტემის გათავისუფლებისთვის წელიწადი და 5 თვე დასჭირდატვ პირველი
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

BM.GE

ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე

ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე

BM.GE

ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი

ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი

BM.GE

როცა მთავარი სცენა საქართველოა - სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე

როცა მთავარი სცენა საქართველოა - სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე

BM.GE