მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა - თამარ იოსელიანი
ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა - თამარ იოსელიანი

ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა - თამარ იოსელიანი

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 21:14|bm.ge

"ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა თბილისი ცენტრალის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რკინიგზის სადგურების რეაბილიტაციაა.

„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები. თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი განახლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სადგური ყოველდღიურად ძალიან ბევრ მგზავრს მასპინძლობს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

თბილისი ცენტრალის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი, საფეხმავლო კიბის ნაცვლად ოთხი ახალი ესკალატორის დამონტაჟდება. ასევე განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და სხვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია, სამუშაოები 2027 წლის შემოდგომაზე დასრულება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE

როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ალექსანდრ ვუჩიჩი და რა შეიძლება შეიცვალოს სერბეთში?

როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ალექსანდრ ვუჩიჩი და რა შეიძლება შეიცვალოს სერბეთში?

BM.GE

აგვისტოში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა: მკვეთრი ვარდნაა IT სექტორში | PMCG

აგვისტოში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა: მკვეთრი ვარდნაა IT სექტორში | PMCG

BM.GE

ირანის უზენაესი ლიდერი სამშვიდობო პირობებს ასახელებს

ირანის უზენაესი ლიდერი სამშვიდობო პირობებს ასახელებს

BM.GE