მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით" - კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს
"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით" - კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით" - კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 00:30|bm.ge

"მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევს", - ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს.

„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.

„ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთრუსთავი 2
  • კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძენეტგაზეთი
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

როგორი კავშირია საქართველო-სომხეთის საფინანსო სექტორში | ინტერვიუ სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

როგორი კავშირია საქართველო-სომხეთის საფინანსო სექტორში | ინტერვიუ სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

BM.GE

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

BM.GE

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

BM.GE

OpenAI-მ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელად აშშ-ის არმიის ექს-მინისტრი დანიშნა

OpenAI-მ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელად აშშ-ის არმიის ექს-მინისტრი დანიშნა

BM.GE