მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენს შვილებს განათლება სად მივაღებინოთ?!" - ველისციხის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა გზა გადაკეტეს
"ჩვენს შვილებს განათლება სად მივაღებინოთ?!" - ველისციხის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა გზა გადაკეტეს

"ჩვენს შვილებს განათლება სად მივაღებინოთ?!" - ველისციხის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა გზა გადაკეტეს

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 22:03|bm.ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ადგილობრივებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთადერთი მოქმედი საჯარო სკოლის დახურვა და სასწავლო პროცესის შეჩერება გააპროტესტეს. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ადგილზე პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში განახლდა, თუმცა რამდენიმე დღეში მათ მოულოდნელად აცნობეს, რომ შენობა ავარიულია და შესაძლოა დემონტაჟს დაექვემდებაროს. მშობლების თქმით, მათთვის არავის წარუდგენია ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა, რომელიც სკოლის დაუყოვნებლივ დახურვის აუცილებლობას დაადასტურებდა.

"[ვითხოვთ,] ხვალვე ჩვენს სკოლაში დავბრუნდეთ, ყველანაირი სხვა პირობების გარეშე! ხუთშაბათს საღამოს გამოგვიცხადეს, პარასკევს ვერ შეხვალთ სკოლაშიო, და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ?! ჩემს 4 შვილს განათლება სად მივაღებინო?" - ამბობს ველისციხის სკოლის მოსწავლეების მშობელი TV პირველთან.

"დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ადგილზე ჩასულ მედიასთან.

მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ არსებული გეგმით, ძველი კორპუსის ნაწილს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები, პარალელურად კი გვერდითი კორპუსის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის საკითხი განიხილება: "ძველ სკოლას ხელი შევავლოთ, რომ სასწავლო ვარგისი იყოს, დროებით მაქსიმუმ ერთი თვე არის ეს, და ახალი სკოლის მშენებლობა დავიწყოთ გვერდზე კორპუსის დემონტაჟის ხარჯზე".

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გვიან შევიდა, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება სწავლის დაწყების შემდეგ გახდა საჭირო.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალად მშობლებს ორი ალტერნატივა შესთავაზეს: სწავლის დროებით ონლაინ რეჟიმში გაგრძელება და მოსწავლეების გურჯაანის სკოლაში გადაყვანა.

ადგილობრივებისთვის ორივე შეთავაზება მიუღებელია. მშობლების განცხადებით, სოფელში ბევრ ოჯახს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა (კომპიუტერები, ინტერნეტი) დისტანციური სწავლებისთვის, რის გამოც ბავშვები განათლების მიღმა რჩებიან. მეორე ალტერნატივის შემთხვევაში კი მთავარ პრობლემას გურჯაანის სკოლის სიშორე და მოსწავლეთა ტრანსპორტირების მოუგვარებელი საკითხი წარმოადგენს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ადგილზე პირადად ჩავიდნენ განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, რათა რეალური ვითარება ადგილზე შეფასდეს და სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში დაუყოვნებლივ აღდგეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • განათლების სამინისტრო: სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობასიმედი
  • სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდატვ პირველი
  • GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავსრუსთავი 2
  • 21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზაფორმულა
სკოლის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა

საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა

BM.GE

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები

BM.GE

რეფორმატორი კანდიდატი ქვეყნებისთვის EU ერთიან ბაზარს გახსნის - Politico

რეფორმატორი კანდიდატი ქვეყნებისთვის EU ერთიან ბაზარს გახსნის - Politico

BM.GE

Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს

Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს

BM.GE