მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენთან ეს 7-ჯერ უფრო იაფია" - ქარაზანაშვილის ცენტრმა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა რობოტული მეთოდით დაიწყო
"ჩვენთან ეს 7-ჯერ უფრო იაფია" - ქარაზანაშვილის ცენტრმა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა რობოტული მეთოდით დაიწყო

"ჩვენთან ეს 7-ჯერ უფრო იაფია" - ქარაზანაშვილის ცენტრმა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა რობოტული მეთოდით დაიწყო

BM.GE26 ივლისი, 2026, 23:00|bm.ge

ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა რობოტული მეთოდით დაიწყო. როგორც ცენტრის დამფუძნებელმა გურამ ქარაზანაშვილმა გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” სტუმრობისას ისაუბრა, აქამდე, მათ შორის საქართველოშიც ონკოპაციენტებში ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა ღია ქირურგიით კეთდებოდა, ახლა კი რობოტული ქირურგიითაც არის შესაძლებელი, რაც ამ ოპერაციის გართულებების შემცირებაში დიდ როლს ასრულებს.

“ხელოვნური შარდის ბუშტის თემა მოდის ძირითადად ონკოლოგიური საჭიროებებიდან. ონკოლოგიური შარდის ბუშტის სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა და შარდის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული დაავადებაა.

რობოტული ოპერაციის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ჭრილობა არ არის, რაც იძლევა შემდეგ უპირატესობებს: პირველი, სწრაფი აქტივაცია პაციენტის პოსტოპერაციულ პერიოდში, რაც იწვევს თრომბოემბოლიური გართულებების შემცირებას. მეორე - რადგანაც ნაწლავისგან ხდება შარდის ბუშტის შექმნა, ღია ქირურგიაში ეს ყველაფერი ნაწლავი გამოშრობას იწყებს საათების განმავლობაში და პოსტოპერაციულ პერიოდში გაუვალობა და ნაწლავის მუშაობის გაძნელება ხდება. ხოლო რობოტულ შემთხვევებში, როდესაც ყველაფერს დახურულ სივრცეში ვაკეთებთ, ნაწლავი ნაკლებად წუხდება და პოსტოპერაციულ პერიოდში ნაწლავის მუშაობა უფრო სწრაფად აღდგება და განმეორებითი ქირურგიული ჩარევების რისკი გაუვალობის გამო ნაკლებია.

და მესამე - ინფიცირების, განმეორებითი ჩარევების რისკს რობოტული ქირურგია ამცირებს, ამცირებს ასევე თრომბოემბოლიის რისკს. რა თქმა უნდა, ცოტა მეტი დრო სჭირდება [რობოტულ ოპერაციას], ვიდრე ღია ქირურგიას, მაგრამ ეს მეტი დროც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას იმის გათვალისწინებით, რომ სწრაფი რეაბილიტაცია ხდება პაციენტის”, - განაცხადა მან.

გურამ ქარაზანაშვილის თქმითვე, საქართველოში ამ ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა უპირატესობაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადგილზეა შესაძლებელი, თუმცა ასევე იმიტომაც, რომ ეს აქ გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საზღვარგარეთ.

“ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით, 7-9-ჯერ იაფია ჩვენთან, ვიდრე უცხოეთში. უცხოეთს ვგულისხმობ უახლოეს მეზობელ ქვეყნებს, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ სხვა ფასებია. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით კი, იგივე მაგალითად, თურქეთში დაახლოებით 60-90 ათასი ევრო თუ დოლარი ღირს. ჩვენთან ეს არის 35 ათასი ლარის ფარგლებში”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის მონაცემებით, მათთან ბოლო 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის 400-მდე რობოტული ოპერაციაა ჩატარებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

BM.GE

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

BM.GE

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

BM.GE

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

BM.GE