მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Coca-Cola-მ მეორე კვარტალში შემოსავალი $13.4 მილიარდამდე გაზარდა
Coca-Cola-მ მეორე კვარტალში შემოსავალი $13.4 მილიარდამდე გაზარდა

Coca-Cola-მ მეორე კვარტალში შემოსავალი $13.4 მილიარდამდე გაზარდა

BM.GE28 ივლისი, 2026, 19:18|bm.ge

გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის გიგანტმა, Coca-Cola-მ 2026 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და $13.4 მილიარდი შეადგინა, ორგანულმა შემოსავალმა კი 6%-ით იმატა. თუ გასული წლის შესაბამის პერიოდში საოპერაციო მარჟა 34.1%-ს შეადგენდა, ამჯერად მაჩვენებელმა 35.6%-ს მიაღწია. ამასთან, თითო აქციაზე მოგება 16%-ით გაიზარდა და $1.03 შეადგინა.

რაც შეეხება პროდუქციის გაყიდვების მოცულობას, გლობალურ ბაზარზე ზრდამ 5% შეადგინა. ამ პროცესს სათავეში ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და ბრაზილია ჩაუდგა. კომპანიამ დააფიქსირა 4%-იანი ზრდა გაზიანი სასმელების სეგმენტში, სადაც Coca-Cola Zero Sugar-ის გაყიდვებმა 16%-ით იმატა. ამასთან, წყლის, სპორტული სასმელებისა და ჩაის კატეგორიაში გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, ხოლო ყავის მოხმარებამ 2%-ით იკლო.

მეორე კვარტალში კომპანიამ განახორციელა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბური კამპანია, რომელიც 180-ზე მეტ ბაზარს მოიცავდა. ციფრულ პლატფორმებზე აქტივობებმა 60 მილიარდზე მეტი რეაქცია დააგროვა, რამაც Trademark Coca-Cola-ს გაყიდვების 5%-იან, ხოლო Powerade-ის 8%-იან ზრდას შეუწყო ხელი. ამასთან, კომპანიამ გლობალურ ბაზრებზე ინოვაციური პროდუქტების, მათ შორის Coca-Cola Zero Zero-სა და BODYARMOR FIT-ის მიწოდება გააფართოვა.

კვარტალური შედეგის გამოქვეყნების ფონზე გაირკვა ისიც, რომ წლის დასაწყისიდან კომპანიის ოპერაციულმა ფულადმა ნაკადმა $7.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა $6.9 მილიარდს მიაღწია.

ცნობისთვის, The Coca-Cola Company არის უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქციაც 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ბრენდი გლობალურ ბაზარზე მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მდებარე სათავო ოფისიდან მართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

BM.GE