მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დააწესეთ მინიმალური ხელფასი, მოუმატეთ დევნილებს შემწეობა, გაზარდეთ მასწავლებლების ხელფასი | ვიკა ფილფანი
დააწესეთ მინიმალური ხელფასი, მოუმატეთ დევნილებს შემწეობა, გაზარდეთ მასწავლებლების ხელფასი | ვიკა ფილფანი

დააწესეთ მინიმალური ხელფასი, მოუმატეთ დევნილებს შემწეობა, გაზარდეთ მასწავლებლების ხელფასი | ვიკა ფილფანი

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 19:18|bm.ge

"დააწესეთ მინიმალური ხელფასის ზღვარი, შეამცირეთ გადასახადები დაბალი მსყიდველუნარიანი ხალხისთვის, მოუმატეთ დევნილებს შემწეობა, მოუმატეთ 200 ლარი პენსიონერებს, გაზარდეთ მასწავლებლის ხელფასი“ - ამ მოწოდებით გამოვიდა პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი მწვავედ გააკრიტიკა.

დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუჯეტის განაწილების პრიორიტეტები სრულიად აცდენილია მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს.

"გუშინ კობახიძემ განაცხადა 12 000 ლარზე ნაკლებს თუ ვუხდით მინისტრს ეს ნიშნავს მას რომ კორუფციისკენ ვუბიძგებთო. დასაქმებულთა ნახევრის ხელფასი 1000 ლარს არ აღემატება, ბაღის აღმზრდელს, ექთანს, რიგით საჯარო მოხელეს, მეეზოვეს - ყველას დანაშაულისკენ, ქურდობის, თაღლითობისა და ყაჩაღობისკენ უბიძგებთ თქვენივე ლოგიკით, ან ქვეყნიდან წასვლისკენ.

დასაქმებულთა მხოლოდ 1.5% იღებს თვეში 12,000 ლარზე მეტს, თუმცა ისინი მოიხმარენ ქვეყნის მთლიანი სახელფასო ფონდის 25%-ს.

1 კვირის წინ 20 ლარით ზრდიდით პენსიას, საკუთარ ხელფასებს 17 000 ლარამდე, რომ გითხარით სირცხვილია პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდა ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო, გაიძულეთ და დამატებით 25 ლარი გაპოვნინეთ ბიუჯეტში, ახლა იქნებ კიდევ დაძებნოთ და 200 ლარით მაინც გაზარდოთ პენსია.

მაღალი ინფლაცია გვაქვსო და ბიუჯეტი სწორად უნდა გამოვიყენოთო, ხალხის საჭირეოებების დროს ზოგავთ მაგრამ ბრენდული ავტომობილებისთვის იპოვეთ ბიუჯეტში თანხები, დევნილების 45 ლარიანი სარგოს დროს ვერა, მაგრამ მაღალჩინოსნების მოგზაურობისთვის იპოვეთ, ვეტერნებისთვის ვერ იპოვეთ თანხები მაგრამ ჭამა-სმის დეპარტამენტი შექმენით 50 ახალი თანამშრომლით.

მოსახლეობის თითქმის ნახევარს (46%) არ აქვს ისეთი შემოსავალი, რომ დღეში დახარჯოს დაახლოებით 15-16 ლარი საკუთარ საჭიროებებზე. ანუ, მოსახლეობის ნახევარს არ შეუძლია დღიურად შეიძინოს ელემენტარული კალათა: 1 პური, 0.5 კგ ქათმის ბარკალი, 1 არაჟანი, 1 კგ პომიდორი და 1 ბორჯომი - რომ აღარაფერი ვთქვათ მედიკამენტებსა და სხვა საჭიროებებზე.

ინფლაცია კრიტიკულ პროდუქტებზე 12-15-30%-ს, ხოლო ფარმაცევტულ სექტორში ზოგჯერ 60%-საც აღწევს. საწვავის ფასი საერთოდ უკონტროლოა და 60% გაძვირდა, ვერ იპოვეთ მექანიზმი რომ კრიზისი ასეთი სიმძიმით არ დაწოლოდა საქართველოს მოქალაქეს. ასეთ დროსაც ვერ ამბობთ უარს თანხების ისეთ ხარჯვაზე, რომელსაც თქვენს გარდა 1 ადამიანისთვისაც არ მოაქვს სარგებელი, შეწყვიტეთ ხელფასების მომატება საკუთარი თავებისთვის, შეწყვიტეთ ავტომობილების შეძენა, შეწყვიტეთ ახალ-ახალი ავეჯის შეძენა თქვენი კაბინეტებისთვის, ნუ ხარჯავთ ფულს უცხო ქვეყნებში არაფრისმომცემი ვოიაჟებისთვის", - განაცხადა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კრწანისში წინანაურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ბიუჯეტი ₾2 მილიონია

კრწანისში წინანაურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ბიუჯეტი ₾2 მილიონია

BM.GE

დღეისთვის 17 000-მდე მევენახემ 263 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარა | ღვინის ეროვნული სააგენტო

დღეისთვის 17 000-მდე მევენახემ 263 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარა | ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE

საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

BM.GE

განათლება, როგორც ახალი შესაძლებლობების შექმნის გზა - ინტერვიუ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელთან, ანი ლომთაძესთან

განათლება, როგორც ახალი შესაძლებლობების შექმნის გზა - ინტერვიუ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელთან, ანი ლომთაძესთან

BM.GE