მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტი უფრო მეტად შემოდის, რაც არ არის კარგი ტენდენცია” - ნინა კეკელიძე
“დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტი უფრო მეტად შემოდის, რაც არ არის კარგი ტენდენცია” - ნინა კეკელიძე

“დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტი უფრო მეტად შემოდის, რაც არ არის კარგი ტენდენცია” - ნინა კეკელიძე

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 12:20|bm.ge

ტურიზმის ინდუსტრია გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე ტრანსფორმაციას განიცდის. ავიამიმოსვლის შეფერხებებმა, საავიაციო საწვავისა და ავიაბილეთების გაძვირებამ საერთაშორისო მოგზაურთა ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა.

როგორც ტურისტული კომპანია "დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, წლის დასაწყისში სექტორს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა. რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და უსაფრთხოების რისკების გამო გაუქმდა ჯავშნები, შეჩერდა გარკვეული რეისები და კომპანიებს გეგმების ცვლილება და ტურების გადაბარება მოუწიათ. დღესდღეობით კი ბაზარზე ფასების ზრდა შეინიშნება, რაც უპირველესად ავიაბილეთებსა და ადგილობრივი სერვისების ღირებულებაზე აისახა. შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში იმატა დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანობის მქონე ტურისტების წილმა, რაც ნინო კეკელიძის შეფასებით, “არ არის კარგი ტენდენცია”.

“საერთაშორისო ვიზიტორის ქცევა მოდიფიცირდა ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. პირველ რიგში, გაძვირდა სხვადასხვა პაკეტები, დაწყებული ავიაბილეთების ფასებიდან გამომდინარე და ადგილობრივი მომსახურების ხელმისაწვდომობაც უკვე სხვადასხვა კლასით განისაზღვრება.

დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტი უფრო მეტად შემოდის საქართველოში, რაც არ არის კარგი ტენდენცია და სასურველია მიზანმიმართულად გავაკეთოთ აქცენტი არა მასიურ ტურიზმზე და რაოდენობრივად ბევრ საერთაშორისო სტუმარზე, არამედ ხარისხობრივად მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში, რომ შესაბამისი ეკონომიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ”, - აცხადებს კეკელიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE