მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს
დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 15:23|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის არის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვა სისტემატურად აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“:

• ფინანსური დავების განხილვა: ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ დავებს და ერთ-ერთ მხარეს თავიანთ ან მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ; • მუქარა და ზეწოლა: დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს:

• კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები (რომლებითაც ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ); • ცეცხლსასროლი იარაღები; • ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლას აქტიურად განაგრძობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

BM.GE

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

BM.GE

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE

მსოფლიოს წამყვანი კვლევითი საავადმყოფოები რეპუტაციის მიხედვით - რეიტინგი

მსოფლიოს წამყვანი კვლევითი საავადმყოფოები რეპუტაციის მიხედვით - რეიტინგი

BM.GE