
DCFTA-ის ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებული გვაქვს - კობახიძე
BM.GE|bm.ge
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს DCFTA-ის ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებული აქვს - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ევროინტეგრაციის გზაზე ვალდებულებების შესრულებაა.
"თუ ორი-სამი წლის წინ ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების დაახლოებით 6-65% გვქონდა შესრულებული, ახლა შესრულებული გვაქვს დაახლოებით 90%. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკომისიის, ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობას მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ“, - განაცხადა კობახიძემ.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge