მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. DeepSeek $1.5 მილიარდის მოზიდვასა და IPO-ზე მუშაობს
DeepSeek $1.5 მილიარდის მოზიდვასა და IPO-ზე მუშაობს

DeepSeek $1.5 მილიარდის მოზიდვასა და IPO-ზე მუშაობს

BM.GE16 ივლისი, 2026, 03:13|bm.ge

დიდი ენის მოდელების დეველოპერი DeepSeek 2027 წლისთვის IPO-სთვის ემზადება. თუმცა შესაძლოა, რომ ბირჟაზე მისი დებიუტი მიმდინარე წლის ბოლოსთვისაც შედგეს. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია ახალი დაფინანსების სახით 1.5 მილიარდი დოლარის მოზიდვასაც გეგმავს, რაც მის საბაზრო ღირებულებას დაახლოებით 71 მილიარდ დოლარამდე განსაზღვრავს.

ეს ინფორმაცია ვრცელდება მას შემდეგ, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ, კომპანიამ პირველი გარე დაფინანსების რაუნდის ფარგლებში 7 მილიარდი დოლარი მოიზიდა და საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 50 მილიარდ დოლარმდე გაზარდა.

ჩინური სტარტაპი, რომელიც 2023 წელს დაარსდა, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გასული წლის დასაწყისში წარადგინა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც ამერიკელი კონკურენტების მოდელებთან შედარებით უფრო ეფექტური და ეკონომიური აღმოჩნდა.

მას შემდეგ მისი პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. კომპანიის მონაცემებით, ივნისში DeepSeek-ზე კორპორატიულ სექტორზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Vercel-ის მიერ დამუშავებული ათობით ტრილიონი ტოკენის თითქმის 23% მოდიოდა. შედარებისთვის, Anthropic-ის წილმა ტოკენების 32% შეადგინა.

DeepSeek აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ ჩინურ მოდელებს შეუძლიათ, თითქმის თანაბარი კონკურენცია გაუწიონ აშშ-ის წამყვან AI ლაბორატორიებს, მიუხედავად ჩიპების ექსპორტზე დაწესებული ამერიკული შეზღუდვებისა.

DeepSeek-ის ღრუბლოვანი სერვისი ჩინური კომპანია Huawei Technologies-ის მიერ წარმოებულ ჩიპებზე მუშაობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, DeepSeek-ის ინვესტორებს შორის ტექნოლოგიური გიგანტი Tencent-ი და პეკინის ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ინდუსტრიის საინვესტიციო ფონდი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE