მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, სად დაიზოგა საბიუჯეტო თანხები, რაც მონაცემების მიმართ ნდობას ართულებს - ქევხიშვილი
დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, სად დაიზოგა საბიუჯეტო თანხები, რაც მონაცემების მიმართ ნდობას ართულებს - ქევხიშვილი

დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, სად დაიზოგა საბიუჯეტო თანხები, რაც მონაცემების მიმართ ნდობას ართულებს - ქევხიშვილი

BM.GE7 ივნისი, 2026, 18:59|bm.ge

მთავრობის მიერ ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა ერთგვარი აღიარებაა იმ სისტემური პრობლემებისა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებობს - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი აცხადებს.

სანდრო ქევხიშვილმა BMG-სთან მონაცემები შეაფასა, რომლის თანახმადაც, ბოლო ერთ წელში ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად სახელმწიფო უწყებებში ₾292 მლნ დაიზოგა.

მისი თქმით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაზოგილი თანხების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარეშე, კვლავ რჩება კითხვები, რეალურად რამდენად აღმოიფხვრა სახელმწიფო უწყებებში არსებული ნაკლოვანებები, მათ შორის არამიზნობრივი ხარჯების და კორუფციული ფაქტების შესახებ.

“რეალურად ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა იყო და არის ერთგვარი აღიარება იმ სისტემური პრობლემების, რაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებობს და არსებობდა წლების განმავლობაში და რაზეც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჩვენ, დიდი ხანია ვსაუბრობდით. მათ [მთავრობამ] გადაწყვიტეს, რომ გააკონტროლონ, ვინ რას ყიდულობს და ასევე გააკონტროლონ ფასები, რადგან იყო სერიოზული დარღვევები, არამიზნობრივი გამოყენება ბიუჯეტის სახსრების და ასევე, რა თქმა უნდა, იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით, რასაც თავად „ქართული ოცნება“ აღიარებს და ბევრი გამოძიებაც დაიწყეს.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი დეტალური ინფორმაცია, თუ რეალურად რომელ უწყებებს ჰქონდათ ეს პრობლემა, სად დაზოგეს თანხები, რა ტენდერებზე არ გასცეს მათ უფლება, რომ ჩაეტარებინათ ტენდერი და შესყიდვები. მსგავსი დეტალიზაცია, რაც მოგვცემდა იმის ნახვის საშუალებას, თუ რეალურად რა პრობლემები გამოავლინა ამ დეპარტამენტმა და სად აღკვეთა ეს პრობლემები. უბრალოდ დაჯამებული თანხის თქმა კარგია, თუმცა ეს არ არის გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რაც სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ შეაფასოს რამდენად კარგად მუშაობს ეს დეპარტამენტი.

ისინი ასახელებენ მხოლოდ დიდ თანხებს, თუმცა რეალურად რა გააკეთეს ამ პერიოდში, რომელ შემსყიდველ უწყებას შეამჩნიეს პრობლემა, კონკრეტულად რა ტენდერებზე არ მისცეს ნებართვები და რა გააკეთეს, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არის საჯარო. ამიტომ რთულდება ნდობა, რომ რასაც ამბობენ, ეს უნდა მივიღოთ რეალობად. დამატებითი დეტალური ინფორმაციის გარეშე. ამ ინფორმაციის გარეშე რთულია ასე უბრალოდ სიტყვაზე ნდობა”, - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.

ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენებაში აღნიშნულია, 2025 წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა განიხილა 114,860,551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67,413,621 ლარი. ამასთან, ანგარიშის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტების საქმიანობის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ, საერთო ჯამში დაიზოგა – 291,567,771 ლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განახლდა - რა პროექტებს ახორციელებს ელექტროსისტემა?

ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განახლდა - რა პროექტებს ახორციელებს ელექტროსისტემა?

BM.GE

წონის კლების მედიკამენტები ძუძუს კიბოს რისკს 30%-ით ამცირებს - კვლევები

წონის კლების მედიკამენტები ძუძუს კიბოს რისკს 30%-ით ამცირებს - კვლევები

BM.GE

"რეგულაცია არ აუმჯობესებს ხარისხს... ხარისხიანი ვენახი არ იწყება ფურცლებიდან"|რატომ დაარეგულირეს ვენახების გაშენება?

"რეგულაცია არ აუმჯობესებს ხარისხს... ხარისხიანი ვენახი არ იწყება ფურცლებიდან"|რატომ დაარეგულირეს ვენახების გაშენება?

BM.GE

ფრანგულმა მუზეუმმა მაურიციო კატელანის "სკანდალური არტ-ბანანის" მოპარვის გამო სასამართლოში იჩივლა

ფრანგულმა მუზეუმმა მაურიციო კატელანის "სკანდალური არტ-ბანანის" მოპარვის გამო სასამართლოში იჩივლა

BM.GE