მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემამ ღვარცოფული პროცესი დააფიქსირა - გარემოს ეროვნული სააგენტო
დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემამ ღვარცოფული პროცესი დააფიქსირა - გარემოს ეროვნული სააგენტო

დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემამ ღვარცოფული პროცესი დააფიქსირა - გარემოს ეროვნული სააგენტო

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 16:25|bm.ge

დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემამ ღვარცოფული პროცესი დააფიქსირა. საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კმ-ის მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიამ საავტომობილო გზა დააზიანა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, 06:22 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი. ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად, მდინარე დევდორკმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მოკლეტალღოვანი ნაკადი.

სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჭალა-კალაპოტმა უზრუნველყო წარმოქმნილი ნაკადის უსაფრთხოდ გატარება. ხეობაში წყლის დონემ დაახლოების 4 მეტრს მიაღწია. ამასთან, საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კმ-ის მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

მათვე ცნობით, განგაშის სისტემა მდ.დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია.

დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მსგავსი მოვლენების განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება სიგნალის ამოქმედება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდებატვ პირველი
  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →სისტემაში →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE