მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი
დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 22:58|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის 10 000-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციების გაცემა დეკემბრის განმავლობაში დაიწყება. მისივე თქმით, პროგრამის მიმართ მიმართვიანობამ სამინისტროს მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინეს.

როგორც მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, განაცხადების მიღების ეტაპი დასრულებულია და ამჟამად მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს. სარჯველაძის თქმით, თანხა განაცხადების შეტანის თანმიმდევრობის მიხედვით გაიცემა.

„ეტაპი როგორც დაიგეგმა, განაცხადები მივიღეთ, რის შემდეგაც ამას სჭირდება გადამოწმება, რადგან გარკვეული გარემოებები უნდა დადასტურდეს. საკმაოდ ნორმალური ტემპით მივდივართ და როგორც დაპირებული იყო, დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურებების გაცემას. პრინციპიც გახლავთ ასეთი, რომ განაცხადის გაკეთების თანმიმდევრობით მოხდება ანაზღაურება, ამავე თანმიმდევრობის კვალდაკვალ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადააჭარბა თუ არა პროგრამამ სამინისტროს მოლოდინს, მინისტრმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მსურველთა რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, კი. თავიდანვე ჩანაფიქრი ეს იყო ჩადებული, რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც გარკვეული მოლოდინის პირობებში დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვალდებულების მოცულობა. ასეთი ადამიანების რიცხვი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით და ვვარაუდობდით , არც თუ ისე ოდნავ, მაგრამ მაინც ცოტა მეტი აღმოჩნდა. მთლიანობაში ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა საინტერესოა თვითონ მოქალაქეებისთვის და ბუნებრივია, ეს უნდა გაგრძელდეს. ამ მიმართულებით ბიუჯეტმა იზრუნა და მომდევნო წლის ბიუჯეტშიც შესაბამისი ფინანსური რესურსი არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • საფრანგეთის შს მინისტრი: აქციებზე გამოსულები სახეს იფარავენ, თავს ესხმიან სამართალდამცველებს, ცდილობენ მაღაზიების გაძარცვას და ცენტრალურ უბნებში შეჭრას - ამ ყველაფრის აღსაკვეთად, უსაფრთხოების ზომებს ვამკაცრებთრუსთავი 2
  • „ჩვენ ახლა ვიწყებთ“ — უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყირიმის ხიდზე მიტანილი იერიში შეაფასაფორმულა
  • მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილინეტგაზეთი
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

BM.GE

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

BM.GE

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE