მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება
NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 23:14|bm.ge

დღეს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, რაც NVIDIA-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებას უკავშირდება. დღეს ამ ამბის გავრცელებამ NVIDIA-ს აქციების 33%-იანი ზრდა გამოიწვია და ტექნოლოგიურ სექტორში ზრდის ძლიერი იმპულსი გააჩინა.

AI-ინდუსტრიისთვის ამ განსაკუთრებით პოზიტიური სიახლის გავრცელების ფონზე, S&P 500-ის შეფასება ერთ დღეში 5%-ით არის გაზრდილი, Nasdaq-ის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი 7%-ს აჭარბებს, ხოლო Semiconductor Index-მა თითქმის 14%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ცხადია, მკვეთრად არის გაზრდილი სხვა ტექნოლოგიური გიგანტების შეფასებაც, მათ შორის დღეს გამორჩეულ შედეგებს აჩვენებენ:

• Dell +23% • Micron +17% • ARM +17% • TSMC +16% • LAM +15% • Intel +14% • Oracle +13% • Tesla +12% • Texas Instruments +12% • ASML +11%

დღევანდელი შედეგების მიუხედავად, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ თვეს დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით NVIDIA-ს შეფასება 30%-ით არის შემცირებული; Nasdaq-ის ინდექსს 14%-იანი კორექცია აქვს; ხოლო S&P 500 თითქმის 8%-იან კორექციას აფიქსირებს.ცნობისთვის, NVIDIA-ს საბჭომ ეს გადაწყვეტილება ჰუანგთან გამართული განხილვებისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციების შემდეგ ერთხმად მიიღო, რომელთა შეფასებითაც მისი დაბრუნება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.

პარალელურად, NVIDIA შიდა კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს. კომპანიამ დამოუკიდებელი დირექტორებისგან შემდგარი ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსპორტის კონტროლის ახალი კომიტეტი შექმნა და შესაბამისობის მთავარი ოფიცრის პოზიციაზე კანდიდატების ძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ჰუანგის დაბრუნებას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც დირექტორთა საბჭოს საჯაროდ მოუწოდა, ჯენსენ ჰუანგი გენერალური დირექტორის პოსტზე უკან დაებრუნებინათ.

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი როგორც თავად ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ სკანდალის, გამოძიების და ნეგატიური რეპუტაციის მიუხედავად, NVIDIA-ს ინვესტორების უმეტესობა დირექტორის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებას მოითხოვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვსრუსთავი 2
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზეტვ პირველი
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
შეფასება →

მსგავსი სტატიები

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

BM.GE

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

BM.GE

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE