მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე
"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

"ფიგურები ვარკეთილის" პროექტის წინასწარ გაყიდვებზე აქტიურობა უკვე მაღალია - ლევან დიასამიძე

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 23:09|bm.ge

ვარკეთილში 17 000 კვ.მ ფართობზე ახალი, საცხოვრებელი კომპლექსი „ფიგურები ვარკეთილი“ აშენდება. პროექტის დეტალებსა და წინასწარი გაყიდვების დაწყებაზე BMGTV-ის ეთერში „იბერკომპანი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან დიასამიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 1.7 ჰექტარზე განთავსებული სამი ბლოკი კომპანიას საშუალებას აძლევს, ტერიტორიაზე სრული ეკოსისტემა და „ჰაუს არტის“ კონცეფცია დანერგოს. პროექტი, რომელიც პრაქტიკულ, ახალგაზრდა ოჯახებზეა გათვლილი, კომფორტულ დაგეგმარებასთან ერთად, მობინადრეებისთვის დამატებით საერთო სივრცეებსაც მოიცავს მათ შორის, სავარჯიშო ზონებსა და დაბადების დღის აღსანიშნავ სივრცეებს, რომელთა დაჯავშნა და გამოყენება მცხოვრებლებისთვის უფასო იქნება.

მისივე ინფორმაციით, წინასწარ გაყიდვებზე პირველი 100 ბინა უკვე გამოიტანეს და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

"ჩვენს შემთხვევაში ტერიტორია ჰექტარი და 7 000 კვადრატული მეტრია. შესაბამისად, სამი ბლოკი გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ეს სერვისი მთელი ეკოსისტემა შევქმნათ და მომხმარებელს კარგი პროდუქტი, „ჰაუს არტის“ კონცეფციაც შევთავაზოთ. ვფიქრობ, პროექტი იმ სივრცისთვის, სადაც ვაშენებთ, გამორჩეული და იმ უბნის ერთ-ერთი „ლენდმარკი“ იქნება.

რაც შეეხება კომფორტულ დაგეგმარებას, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარეთ რა სივრცე ხვდება ადამიანს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ბინები რამდენად კომფორტულადაა დაგეგმარებული. ვფიქრობ, ჩვენი და მათი გამოცდილების ხარჯზე ძალიან კომფორტული სივრცეები შევქმენით. მართალია, ნებართვა ოთხწლიანი გვაქვს, მაგრამ გვინდა, ეს პროექტი მაქსიმუმ სამ წელიწადში დავასრულოთ.

პროექტი თავიდანვე პრაქტიკული, ახალგაზრდა ოჯახებისთვის შეიქმნა. ასევე, გამოყოფილი გვაქვს დაბადების დღისა და სავარჯიშო სივრცეები. ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთსაძინებლიან ბინაში მეგობრების მოპატიჟება საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, როდესაც დაბადების დღე გაქვთ, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ეს სივრცე და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ.

რაც შეეხება გაყიდვებს, გაყიდვები რამდენიმე დღეა, რაც დავიწყეთ წინასწარ გაყიდვებზე პირველი 100 ბინაა გამოტანილი. აქტიურობა ძალიან მაღალია, რაც მაფიქრებინებს, რომ პროექტი უკვე შედგა. როდესაც იქაურ აქტიურობას თავის დროზე აქ არსებულ აქტიურობას ვადარებ, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეს ძალიან მომწონს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ უბნებში, როგორიცაა ვარკეთილი და გლდანი, დეველოპმენტი სწორედ ასე, ჰორიზონტალურად განვითარდეს და ქალაქი გავშალოთ, რადგან ვიცით, რა მდგომარეობაა ქალაქის ურბანული კუთხით ვგულისხმობ ავტომობილების სიმრავლეს, საცობებს და ა.შ. ვარკეთილი სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულებაა, საითაც ქალაქი ვითარდება. იქ ჰაერიც სუფთაა, საცობებიც ნაკლებია და იქვეა თბილისის ზღვაც", - განაცხადა დიასამიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

BM.GE

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

NVIDIA-ს 33%-იანი აღმასვლის ფონზე, საფონდო ინდექსების შეფასება მკვეთრად იზრდება

BM.GE

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

დევნილები 10 000-ლარიან კომპენსაციებს განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE