მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრი
დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრი

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 18:54|bm.ge

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი გამოიყოფა, მომავალი წლიდან კი ხარჯები ამ ნაწილში გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.

სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.

„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • პოლონეთში დააკავეს 60 წლამდე კაცი, რომელიც პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილიტვ პირველი
  • სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრორუსთავი 2
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაფორმულა
  • საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდაიმედი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

BM.GE

"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

BM.GE

ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე

ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება - კვიჟინაძე ყეინიშვილზე

BM.GE

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს გადაეცა

BM.GE